ბრიტანული ტრიო ამზადებს დიდ ფულს “უძღები შვილის” დასაბრუნებლად
ორივე მანჩესტერული გუნდი და “ჩელსი” დაინტერესებულია გარეტ ბეილით.
2013 წლის ზაფხულში, უელსელი გარემარბი “რეალში” რეკორდულ 100 მილიონად გადაბარგდა, თუმცა მან ეს თანხა თამაშის ხარისხით ვერ გაამართლა.
ამ გაურკვევლობის დროს, ბეილი პრემიერ ლიგას დაუკავშირეს. მადრიდული გუნდი არაა წინააღმდეგი გამოეთხოვოს მას, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.
გარეტისთვის მზად არიან იბრძოლონ “ჩელსიმ” და ორივე მანჩესტერულმა გუნდმა. ბრიტანულ კლუბებს 25 წლის ვინგერის შეძენისთვის ჯიბის შეთხელება 75 მილიონით მოუწევთ.