“ბრიუგეს” ქომაგმა ევთანაზია გუნდის თამაშის უკანასკნელად საყურებლად გადადო
“ბრიუგეს” ბელგიელმა გულშემატკივარმა ლორენცო სკუნბარტმა, რომელიც განუკურნებელი დაავადებით იყო შეპყრობილი, ევთანაზიის გაკეთება იმ მიზნით გადადო, რომ საყვარელი გუნდის თამაშისთვის კიდევ ერთხელ, სიცოცხლეში უკანასკნელად ეყურებინა.
41 წლის მამაკაცს ბოლო 20 წლის განმავლობაში 37 ოპერაციის გადატანა მოუწია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელების ყველანაირი შანსი დაკარგა, ბელგიაში კანონით დაშვებული ევთანაზიის გაკეთებას დათანხმდა. ამ ქვეყნიდან წასვლამდე, სკუნბარტის ბოლო სურვილი “ბრიუგე”-“მუსკრონის” 1 მარტს გამართულ მატჩზე დასწრება იყო.
“ბრიუგეს” ფანები სტადიონზე ოჯახთან ერთად მისულ ლორენცოს ამაღელვებელი ბანერით შეხვდნენ, რომელზეც შემდეგი სიტყვები ეწერა: “შენ არასდროს იქნები მარტო, ლორე”.
იმავე დღის საღამოს, ლორენცოს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.
https://www.youtube.com/watch?v=BshQYMraeUI