ბრუნო პასკუალე: “იუვენტუსი” სამარცხვინო გუნდია, რომელსაც რონალდუ მართავს”
“ტორინოს” ყოფილმა მცველმა, ბრუნო პასკუალემ, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას “იუვენტუსი” საჯაროდ გააკრიტიკა. როგორც იცით, “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგიდან “პორტუმ” გამოაგდო, სერია A-ში კი ლიდერ “ინტერს” ათი ქულით ჩამორჩება.
“სამარცხვინო გუნდია, რომელსაც რონალდუ მართავს.
ბონუჩი და კიელინი ფენომენალურებად არიან შერაცხულნი. მათ ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიოს მასშტაბით სიძლიერით რიგით მეოთხე ჩემპიონატი. დასუსტებული “ბარსელონა” დაამარცხეს და მედიაში მომდევნო დღეს ყველა იმას გაიძახოდა, რომ უმაღლესი დონის გუნდი იყო – კარგით, რა!
ხელმძღვანელები ყველაფერს ურევენ. მასიმილიანო ალეგრი გუნდიდან გაუშვეს და სარი დანიშნეს, რომელიც ერთ სეზონში გააგეს. ამის მიზეზი რონალდუ და მისი თანაგუნდელები იყვნენ, რომლებიც გასახდელს მართავენ,” – ციტირებს ბრუნოს სიტყვებს Football Italia.