ბუდესლიგა: მეთერთმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგეთნ გერმანული ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურის პრევიუს.
ლევერკუზენი – მაინცი
“ბაი არენაზე” “ლევერკუზენს” “მაინცი” ესტუმრება, რომელმაც საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ გასულ ორ ტურში ორეჯრ დამარცხდა და ლიდერთა ჯგუფში დაკავებული პოზიციები დათმო.
კარგად არც ლევერკუზენელებს აქვთ საქმე. მოგებით შეწყვეტილი ფრეების სერიის შემდეგ, “ბაიერმა” გასულ ტურში კიდევ ერთი მარცხი იწვნია. თუმცა, შმიდტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ზენიტთან” მოიგო და მოახლოებულ მატჩსაც კარგი განწყობით ხვდება.
სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში რამდნეიმე საფეხურით დაწინაურების შანსი უჩნდება.
აინტრახტი – ბაიერნი
ფრანქფურტში მიუნხენის “ბაიერნი” ჩადის და ადგილობრივი “აინტრახტის” წაგებათა სერია სავარაუდოდ ხუთმატჩიანი გახდება. მიუნხენელები კი წაუგებელად ასპარეზობას გააგრძელებენ.
ფაქტია, რომ “ბაიერნს” გერმანიაში კი არა, მთლიანად ევროპაშიც ერთეულები თუ გაუწევენ ღირსეულ წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ბუნდესლიგაში სჩვევიათ ქულების დაკარგვა, თუმცა მაინც რთული წარმოსადგენია, რომ ეს “აინტრახტთან” შეხვედრაში მოხდეს, რომელიც გასულ სეზონში “ბაიერნმა” საერთო ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
დორტმუნდი – გლადბახი
სიგნალ იდუნა პარკი “ბორუსიულ დერბის” უმასპინძლებს. ბუნდესლიგაში განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ დორტმუნდელებმა ლიგაზე შესანიშნავათ იასპარეზეს და “გალათასარაის” 4:1 სძლიეს.
“გლადბახი” კი ორივე ფრონტზე დამაჯერებელია. გასულ ტურში ფავრის გუნდმა უშუალო კონკურენტ “ჰოფენჰაიმს” აჯობა, ხოლო ევროპა ლიგაზე კვირპოსში ადგილობრივი “აპოლონი” დაამარცხა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
07.11 | 23:30 | ჰერტა | 2.15 | 3.30 | 3.55 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
08.11 | 18:30 | ლევერკუზენი | 1.55 | 4.25 | 5.90 | მაინცი | დაწვრილებით | |
08.11 | 18:30 | აუგსბურგი | 1.85 | 3.50 | 4.50 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
08.11 | 18:30 | ჰოფენჰაიმი | 1.90 | 3.50 | 4.20 | კიოლნი | დაწვრილებით | |
08.11 | 18:30 | აინტრახტი | 12.00 | 6.50 | 1.25 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
08.11 | 18:30 | ფრაიბურგი | 2.75 | 3.20 | 2.70 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
08.11 | 21:30 | ბრემენის ვერდერი | 2.65 | 3.35 | 2.65 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
09.11 | 18:30 | ვოლფსბურგი | 1.65 | 4.10 | 5.20 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
09.11 | 20:30 | დორტმუნდი | 1.65 | 4.00 | 5.20 | გლადბახი | დაწვრილებით |