ბუდუ ზივზივაძემ დვალის “ფერენცვაროშს” ლამაზად შეუგდო (ვიდეო)

თარიღი: ნოემბერი 3, 2019

ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” ესტუმრა და 1-1 ითამაშა. ერთადერთი გოლი სტუმრების მხრიდან ზივზივაძის ანგარიშზეა. 49-ე წუთზე ბუდუმ ლამაზი თავურით გაათანაბრა.

ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო 10 მატჩში 5-ჯერ გამოიჩინა თავი. დვალს ტრავმა აქვს და არ უთამაშია.

უნგრეთის უმაღლეს ლიგას “ფერენცვაროში” და “მეზოკოვეშდი” 23-23 ქულით ლიდერობენ.

 

მსგავსი სიახლეები