ბუენოს აირესში ტევესის სახლი გაქურდეს
სულ ცოტა ხნის წინ აგერტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ვანესა მანსილაზე დაქორწინდა. გაირკვა, რომ ქორწილის მიმდინარეობისას “ბოკა ხუნიორსის” შემტევის სახლი გაქურდეს.
კარლოსს მოუწია, სახლში სწრაფადვე დაბრუნებულიყო. იქ მისულ ფეხბურთელს, სახლი უკვე გაძარცვული დახვდა. აღსანიშნავია, რომ მან პოლიციას ამის შესახებ საჩივრით არ მიმართა, რადგან არ უნდოდა, ამბავი გახმაურებულიყო და მედიას მასზე ესაუბრა. თუმცა, არგენტინელმა მაინც ვერ შეძლო ნახსენები შემთხვევის დამალვა.
ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა იმაზე საუბარი, რომ 32 წლის შემტევი “ბოკას” დატოვებს და ჩინური კლუბის ძალიან სარფიან შემოთავაზებას დათანხმდება.