ბუკმეიქერების აზრით “ოქროს ბურთის” მფლობელი წელსაც რონალდუ გახდება
29 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს წარმატებულმა სტარტმა, მთელი მსოფლიოს ბუკმეიქერების აღფრთოვანება გამოიწვია. “ოქროს ბურთის” მთავარ პრეტენდენტად კი სწორედ კრიშტიანუ რონალდუ ითვლება, მაშინ როდესაც არგენტინელი ფორვარდს, ლიონელ მესის ამ კომპონენტში 1 კვირის უკან 2.2 კოეფიციენტით დაბალი ჰქონდა.
ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ბუკმეიქერების ფავორიტი გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავი, თომაშ მიულერიცაა (კოეფიციენტი – 11). მანუელ ნოიერის კოეფიციენტი – 15-ს შეადგენს.
შეგახსენებეთ, რომ პორტუგალიელი გარემარბი, წინა სეზონის მსგავსად გოლების გატანას კვლავ აგრძელებს. ამჟამად ლა ლიგაში, იგი ბომბარდირების სიის სათავეში(9 გოლით) იმყოფება. ბომბარდირთა სიაშიპირველ ადგილზე მოსახვედრად, რონალდუს მხოლოდ 4 თამაში დასჭირდა.