ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა თანამდებობა დატოვა
ორშაბათს ინგლისის ნაკრებთან განცდილი გამანადგურებელი საშინაო მარცხის (0-6) შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კრასიმირ ბალაკოვმა დატოვა.ინფორმაციას ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
როგორც იცით, ბულგარეთში ინგლისის სტუმრობას დიდი არეულობა მოყვა – სოფიაში გამართული შეხვედრა განსაკუთრებით სტრესული გამოდგა ინგლისელი ფეხბურთელებისთვის, რომელთა მისამართითაც რასისტული შეძახილები მთელი მატჩის განმავლობაში არ შემწყდარა.
მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ელოდებიან ბულგარელი ხულიგნები ინგლისელ ფანებს სტადიონის გარეთ.
ბუნებრივია, მომხდარს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ფიფას მხრიდან. აღსანიშნავია, რომ თამაშის მეორე დღეს თანამდებობა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც დაატოვებინეს.