ბუნდესლიგა: 22-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 22-ე ტურის პრევიუს.
შტუტგარტი – დორტმუნდი
“შტუტგარტთან” გასამართი შეხვედრა “დორტმუნდისთვის” ზედიზედ მესამე მატჩის მოგების შანსია, რაც ამ სეზონში ჯერ არ მომხდარა. ასეთი ტიპის თამაშებს ექვსქულიან მატჩებს ეძახიან. კლოპის გუნდმა უკანასკნელ ორ ტურში მოპოვებული ქულებით მდგომარეობა კი გამოისწორა, მაგრამ დორტმუნდელები კვლავ მათთვის შეუფერებელ პოზიციაზე იმყოფებიან.
მეტოქისგან განსხვავებით 2015 წელი “შტუტგარტმა” წარუმატებლად დაიწყო, ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს და შედეგად სატურნირო ცხრილის უკანასკნელ საფერხურზე იმყოფება.
შალკე – ვერდერი
ტურის ცენრალურ მატჩს გელზენკირხენი უმასპინძლებს, სადაც “შალკე” ბრემენის “ვერდერს” მიიღებს, რომელიც მეორე წრეში საუკეთესო გერმანული გუნდია. გუნდი, რომელიც 2 თვის წინ უიმედო აუტსაიდერი იყო ახლა მე-8 პოზიციაზე და ევროსაგზურის მოპოვების კარგი შანსიც აქვს. საინტერესოა, რომ ბრემენელებმა ასეთი წინსვლა დიდი საკადრო ცვლილებების გარეშე შეძლეს, რაც მათი მწვრთნელის, სკრიპნიკის დამსახურებაა.
“შალკე” მნიშნელოვან მატჩს ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის “რეალისგან” მიღებული მარცხის შემდეგ ხვდება. ბუნებრივია, ლიგაში ასპარეზობის შანსები მასპინძლებისთვის მინიმალურია, ამიტომ მათი მთავარი საზრუნავი შიდა ჩემპიონატი უნდა იყოს.
პადერბორნი – ბაიერნი
გასულ ტურში შეწყვეტილმა მოუგებელმა სერიამ “პადერბორნს” ხასიათი კი გამოუსწრა, თუმცა “ბაიერნის” წინააღმდეგ მხოლოდ კარგი განწყობით თამაში წარმატებისთვის საკმარისი არ უნდა იყოს.
გულახდილად რომ ვთქვათ, მასპინძელთა შანსები მინიმალურია. “ბაიერნს” საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს და ჩეპმიონთა ლიგაში ასპარეზობით გამოწვეული მოთამაშეთა დაღლილობა შემადგენლობის როტაციის ხარჯზე მიუნხენელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.02 | 23:30 | შტუტგარტი | 5.30 | 3.80 | 1.67 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
21.02 | 18:30 | შალკე 04 | 2.15 | 3.30 | 3.55 | ვერდერი | დაწვრილებით | |
21.02 | 18:30 | მაინცი | 2.45 | 3.30 | 3.00 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
21.02 | 18:30 | აუგსბურგი | 3.15 | 3.25 | 2.35 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
21.02 | 18:30 | ფრაიბურგი | 3.05 | 3.40 | 2.35 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
21.02 | 18:30 | პადერბორნი | 12.35 | 7.00 | 1.20 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
21.02 | 21:30 | კიოლნი | 2.45 | 3.10 | 3.15 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
22.02 | 18:30 | ჰამბურგი | 3.00 | 3.20 | 2.45 | გლადბახი | დაწვრილებით | |
22.02 | 20:30 | ვოლფსბურგი | 1.38 | 5.00 | 8.00 | ჰერტა | დაწვრილებით |