ბუნდესლიგა: 24-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის პრევიუს.
ჰამბურგი – დორტმუნდი
პირველ წრესთან შედარებით უკეთ ათამაშებული “დორტმუნდი” ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას “ჰამბურგთან” ეცდება.
მასპინძლები, როგორც ჩანს “ბაიერნისგან” მიღებული რვა გოლის შემდეგ შოკიდან ვერ გამოსულან. “ჰამბურგმა” უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდა.
“დორტმუნდი” კი კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში ევროტურნირებზეც გააკეთებს განაცხადს, რაც იურგენ კლოპის გუნდისთვის მცირე სასწაულიც კი იქნება კოშმარულად ჩატარებული პირველი ეტაპის შემდეგ. ცოტა ხნის წინ “ბორუსია” ხომ გათამაშების უკანასკნელ პოზიციაზე იყო.
ჰანოვერი – ბაიერნი
გათამაშების ლიდერი მორიგ შეხვედრას ჰანოვერში გამართავს. ადგილობრივი გუნდი ბოლო პერიოდში წარუმატებლად ასპარეზობს. “ჰანოვერს” 2015-ში ჯერ არ მოუგია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წლის პირველი გამარჯვების მოპოვებას კორკუტის შეგირდები თითქმის დაუმარცხებელ “ბაიერნთან” შეძლებენ.
ამ წყვილზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუნხენელებს რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის “შახტარის” მასპინძლობა უწევთ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, პეპ გვარდიოლამ გარკვეულ როტაციას მიმართოს.
აუგსბურგი – ვოლფსბურგი
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა აუგსბურგის SGL არენაზე შედგება, სადაც ადგილობრივ კლუბს “ვოლფსბურგი” ეწვევა. სტუმრთა გუნდი “ბაიერნის” ერთადერთი რეალური მდევარია და ბუნებრივია, რომ მოახლოებულ შეხვედრაში მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვები მოპოვება იქნება. კიდევ ერთი მიზეზი წაუგებელი სერიის გაგრძელება იქნება, რომელიც სტარტს 2015 წლის პირველი შეხვედრებიდან იღებს.
მოულოდნელად კარგი სტარტის შემდეგ “აუგსბურგი” მეორე წრეში ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს. მასპინძლები უკვე ოთხი ტურია ვერ იგებენ, მაგრამ საევროთასო ექვსეულშ დარჩენას ჯერჯერობით ახერხებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.03 | 23:30 | შტუტგარტი | 2.22 | 3.20 | 3.50 | ჰერტა | დაწვრილებით | |
07.03 | 18:30 | შალკე 04 | 2.40 | 3.30 | 3.05 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
07.03 | 18:30 | აუგსბურგი | 3.25 | 3.40 | 2.24 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
07.03 | 18:30 | ჰანოვერ 96 | 10.05 | 6.25 | 1.27 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
07.03 | 18:30 | ფრაიბურგი | 2.60 | 3.45 | 2.65 | ვერდერი | დაწვრილებით | |
07.03 | 18:30 | ჰამბურგი | 5.35 | 4.20 | 1.60 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
07.03 | 21:30 | მაინცი | 2.65 | 3.20 | 2.75 | გლადბახი | დაწვრილებით | |
08.03 | 18:30 | კიოლნი | 2.56 | 3.30 | 2.80 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
08.03 | 20:30 | პადერბორნი | 4.70 | 3.75 | 1.75 | ლევერკუზენი | დაწვრილებით |