ბუნდესლიგა: 26-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ჰამბურგი – ჰერტა
საფეხბურთო უიკენდი გერმანიაში დღეს საღამოს “ჰამბურგსა” და “ჰერტას” შორის მატჩით აიღებს სტარტს.
ცხრილის ქვედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით აღნიშნული შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე კარდნილანულ ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ორივე გუნდის მიზანი მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმაც დაადასტურეს.
შალკე – ლევერკუზენი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება გელზენკრიხენში გასამართი “შალკესა” და “ლევერკუზენის” მატჩია. გუნდები, რომლებმაც სინქრონულად, დრამატულად დატოვეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.
აღსანიშნავია, რომ “შალკეც” და “ბაიერიც” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მადრიდულ კლუბებთან გამოეთიშნენ. თუმცა, გელზენკირხენელებს მოსამზადებლად ერთი კვირით მეტი ჰქონადთ, “ფარმაცეფტებმა” კი მძიმე, 120 წუთიანი ბრძოლა გადაიტანეს რამდენიმე დღის წინ. ამრიგად, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ შმიდტმა ამ შეხვედრაში შემადგენლობის როტაციის გარეშე შეძლოს ფონს გასვლა.
“ლევერკუზენი” მიუხედავად მადრიდში განცდილი მარცხისა, ბოლო დროს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ისევე როგორც “შალკე”, რაც გერმანული ფეხბურთის გურმანებს საინტერესო დაპირისპირების ხილვის იმედს აძლევს.
ბაიერნი – გლადბახი
გათამაშების ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი საკუთარ მოედანზე მესამე ადგილზე მყოფ “გლადბახს” მიიღებს.
ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში მსგავსი ტიპის შეხვედრა ძალიან დაძაბული და რთულად პროგნოზირებადი იქნებოდა, თუმცა ამჯერად ფავორიტი აშკარაა და ეს მიუნხენური კლუბია. “ბაიერნმა” 2015 წლის სტარტზე მცირე ჩავარდნის შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და განსაკთრებით საშინაო ასპარეზზე ფაქტობრივად უკონკურენტოა.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ “გლადბახი” ერთ-ერთი იმ ოთხი გუნდიდან, რომლებმაც “რეკორდმაისტერს” მიმდინარე სეზონში ქულები დააკარგვინეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.03 | 23:30 | ჰამბურგი | 2.50 | 3.05 | 3.10 | ჰერტა | დაწვრილებით | |
21.03 | 18:30 | ჰანოვერ 96 | 4.90 | 3.80 | 1.70 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
21.03 | 18:30 | ფრაიბურგი | 2.90 | 3.25 | 2.50 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
21.03 | 18:30 | შტუტგარტი | 2.60 | 3.30 | 2.75 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
21.03 | 18:30 | კიოლნი | 2.30 | 3.30 | 3.20 | ვერდერი | დაწვრილებით | |
21.03 | 18:30 | პადერბორნი | 3.60 | 3.50 | 2.05 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
21.03 | 21:30 | შალკე 04 | 2.85 | 3.30 | 2.50 | ბაიერი | დაწვრილებით | |
22.03 | 18:30 | მაინცი | 3.25 | 3.60 | 2.15 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
22.03 | 20:30 | ბაიერნი | 1.18 | 7.00 | 14.50 | გლადბახი | დაწვრილებით |