ბუნდესლიგა: 27-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურის პრევიუს.
ვოლფსბურგი – შტუტგარტი
გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში ძალიან დიდი სხვაობაა, თუმცა ინტრიგა ამ შეხვედრას მაინც ახლავს. მართალია, მასპინძლებმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ფაქტობრივად გაინაღდეს, მაგრამ მეორე პოზიციის დათმობა “ვოლფსბურგს” ნამდვილად არ უნდა.
ამავდროულად, “შტუტგარტს” საკუთარ ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და გუნდი ბუნდესლიგაში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს, რაზეც გასულ ტურში შესანიშნავ სტილში დამარცხებულ “აინტრახტთან” მატჩიც მეტყველებს.
აუგსბურგი – შალკე
საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ სატურნირო ცხრილში მეზობლები და კონკურენტები წარსდგებიან.
უკანასკნელი ტურები ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ამით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს. სხვა საქმეა, რომ “შალკე” ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 6 ქულით ჩამორჩა, რაც სეზონის დასკვნით ნაწილში ცოტა არ არის.
ამ წყვილში ფავორიტის დასახელები რთულია, თუმცა ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ უპირატესობა მაინც გელზენკირხენელებს უნდა მივანიჭოთ. “აუგსბურგს” “შალკესთან” ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში ერთხელაც არ მოუგია.
დორტმუნდი – ბაიერნი
როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები “დორტმუნდისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იპყრობს. მართალია, დორტმუნდელები და მიუნხენელები მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, მაგრამ სიგნალ იდუნა პარკზე “ბაიერნს” იოლი გასეირნება რომ არ ელის ამას ყველაზე კარგად სწორედ გვარდიოლა და მისი შეგირდები ხვდებიან. ესპანელი სპეციალისტი დორტმუნდელ იურგენ კლოპს ექვსჯერ დაუპირდა. ამ მწვრთნელების დუელში ჯერჯერობით ფრეა (3:3). გატანილი გოლებით კი მცირე უპირატესობა დორტმუნდულ მხარეს აქვს – 10:9.
“ბაიერნს” მოახლოებულ შეხვედრას რიბერისა და რობენის გარეშე ხვდება, რაც გვარდიოლასთვის დიდი დანაკლისია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
04.04 | 17:30 | ლევერკუზენი | 1.40 | 4.50 | 8.00 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:30 | ვოლფსბურგი | 1.50 | 4.65 | 6.25 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:30 | ჰოფენჰაიმი | 2.75 | 3.25 | 2.65 | გლადბახი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:30 | ვერდერი | 2.55 | 3.35 | 2.80 | მაინცი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:30 | აინტრახტი | 2.10 | 3.65 | 3.30 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
04.04 | 17:30 | ფრაიბურგი | 2.70 | 3.15 | 2.80 | კიოლნი | დაწვრილებით | |
04.04 | 20:30 | დორტმუნდი | 3.20 | 3.40 | 2.25 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
05.04 | 17:30 | აუგსბურგი | 2.55 | 3.25 | 2.80 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
05.04 | 19:30 | ჰერტა | 2.00 | 3.00 | 4.00 | პადერბორნი | დაწვრილებით |