ბუნდესლიგა: 28-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 28-ე ტურის პრევიუს.
ბაიერნი – აინტრახტი
გერმანიის ჩემპიონატის დამდეგ ტურში გათამაშების ლიდერი მორიგ შეხვედრას საშინაო არენაზე, ფრანქფურტის “აინტრახტთან” გამართავს.
დიდი ალბათობით მასპნიძლები მორიგ შეხვედრას მოიგებენ, თუმცა არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ რამდენიმე დღეში მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგაში “პორტუს” დაუპირისპირდებიან და შესაძლოა, გვარდიოლამ შემადგენლობაში ამის გამო გარკვეული ცვილებები განახორციელოს. გასათავალისწინებელია “ბაიერნის” მეტოქის მდგომარეობაც. “აინტრახტი” უკანასკნელ ორ ტურში დამაჯერებლობით არ გამოირჩევა. არც თუ ისე ძლიერი გუნდებისგან ფრანქფურტელებმა 180 წუთში 5 გოლი გაუშვეს, რაც დაცვის სუსტ თამაშზე მეტყველებს.
შტუტგარტი – ვერდერი
ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “შტუტგარტი” ახლო წარსულში ერთ-ერთ კონკურენტს, “ვერდერს” მიიღებს.
პირველი წრის ბოლოს ბრემენელები შტუტგარტელების მსაგვსად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მეორე წრის დებიუტში შესანიშნავად ისასპარეზეს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილიდან ამოვიდნენ.
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ბრემენელებმა საკუთარ მოედანზე დამაჯერებალდ, ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.
გლადბახი – დორტმუნდი
ცენტრალური დაპირისპირება “ბორუსიებს” შორის შედგება. ზედიზედ სამი წარმატებული გასვლის შემდეგ ლუსიენ ფავრის გუნდს მორიგ ტესტს დორტმუნდელებთან შეხვედრაში ჩააბარებს. ქულების დაკარგვის შემთხვევაში “გლადბახს” სეზონის ოთხეულში დასრულება გაუჭირდება. თუმცა, პირველ რიგში მათ საკუთარი გულშემატკივრებისთვის დასამტკიცებელი აქვთ, რომ “არმინიასთან” თასზე მარცხი უბრალო შემთხვევითობა იყო.
დორტმუნდელებისთვის ამჟამად საუკეთესო პერიოდი არ არის, თუმცა კლოპის გუნდს ცალკეული შეხვედრების საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ, რაც გუნდს სახიფათოდ აქცევს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
10.04 | 22:30 | ჰანოვერ 96 | 2.05 | 3.30 | 3.70 | ჰერტა | დაწვრილებით | |
11.04 | 17:30 | ბაიერნი | 1.20 | 7.00 | 12.75 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
11.04 | 17:30 | შალკე 04 | 1.75 | 3.70 | 4.70 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
11.04 | 17:30 | გლადბახი | 2.85 | 3.40 | 2.50 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
11.04 | 17:30 | მაინცი | 3.20 | 3.40 | 2.25 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
11.04 | 17:30 | პადერბორნი | 3.05 | 3.20 | 2.45 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
11.04 | 20:30 | ჰამბურგი | 4.05 | 3.80 | 1.85 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
12.04 | 17:30 | კიოლნი | 2.60 | 3.20 | 2.80 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
12.04 | 19:30 | შტუტგარტი | 2.25 | 3.40 | 3.20 | ვერდერი | დაწვრილებით |