ბუნდესლიგა: 29-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურის პრევიუს.
ჰამბურგი – ვერდერი
ბუნდესლიგის ცხრილის ზედა ნაწილში ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილია. ამიტომ, დიდ ინტერესს გადარჩენისთვის ბრძოლა იწვევს.
უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “ჰამბურგმა” რადიკალურ ზომებს მიმართა და მიმდინარე კვირაში სამწვრთნელო გადაადგილება მოახდინა. ბრუნო ლაბადიას თავკაცობით ჰამბურგელები მოახლოებულ ტურში ბრემენს ესტუმრებიან, სადაც ძალებს ადგილობრივ “ვერდერთან” მოსინჯავენ.
ვიქტორ სკრიპნიკმა მეორე წრის დასაწყისში გუნდი შესანიშნავად ათამაშა და მომდევნო სეზონისთვის ბუნდესლიგაში ადგილი პრაქტიკულად დაიბევა. ამის შემდეგ “ვერდერი” მოეშვა და უკანასკნელ ოთხ ტურში მოუგებლად იასპარეზა. მაგრამ, ბრემენელებს თავისი კოზირები მიანც შერჩათ და წარუამტებელი სერიის დასრულებაც ბოლო ადგილოსანთან სავსებით რეალურიც უნდა იყოს.
ჰოფენჰაიმი – ბაიერნი
მიუნხენის “ბაიერნი” სეზონის დასკვნით ნაწილს პრობლემებით ხვდება. ტრავმებით გამოწვეული დანაკლისის გარდა გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა შემქნილი, რაც უკვე აშკარად ჩანს.
მოახლოებულ ტურში მიუნხენელები ჰოფენჰაიმს ესტუმრებიან. დიდი ალბათობით პეპ გვარდიოლა ამ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალებას უახლოესი რეზერვის წარმომადგენლებს მისცემს და რაც მთავარია ძირითადის გადაღლილ ფეხბურთელებს დაასვენებს.
ისიც ფაქტია, რომ ტიტული მოპოვება “ბაიერნს” არ გაუჭირდება და გამარჯვება კონკრეტულ შეხვედრაში მასპინძლებს უფრო სჭირდებათ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა ერთი შეხედვით მოულოდნელი ანგარიშით დასრულდეს.
ვოლფსბურგი – შალკე
ტურის ცენტრალური შეხვედრა ვოლფსბურგში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “შალკეს” დაპირისპირებაა.
გელზენკირხენელები მეოთხე ადგილზე დამაჯერებლად არიან გამაგრებულები, თუმცა კლუბს ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, რისთვისაც დი მატეოს შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ.
“ვოლფსბურგს” კი საფიქრალი ბევრი აქვს და ეს ძირითადად “ნაპოლისთან” ევროპის ლიგაზე გამანადგურებელ მარცხს ეხება. საკუთარ მოედანზე განცდილი 1:4-ის შემდეგ მასპინძელბმა სეზონი ფაქტობრივად დაასრულეს და დარჩენილ ნაწილს უმოტივაციოდ ჩაატარებენ. მთავარი ამოცანა ბუნდესლიგაში მეორე ადგილის შენარჩნება იქნება, რაც წესით და რიგით “ვოლფსბურგს” არ უნდა გაუჭირდეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
17.04 | 22:30 | აინტრახტი | -:- | გლადბახი | დაწვრილებით | |||
18.04 | 17:30 | დორტმუნდი | -:- | პადერბორნი | დაწვრილებით | |||
18.04 | 17:30 | ლევერკუზენი | -:- | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |||
18.04 | 17:30 | ჰოფენჰაიმი | -:- | მიუნხენი | დაწვრილებით | |||
18.04 | 17:30 | ჰერტა | -:- | კიოლნი | დაწვრილებით | |||
18.04 | 17:30 | ფრაიბურგი | -:- | მაინცი | დაწვრილებით | |||
18.04 | 20:30 | აუგსბურგი | -:- | შტუტგარტი | დაწვრილებით | |||
19.04 | 17:30 | ვერდერი | -:- | ჰამბურგი | დაწვრილებით | |||
19.04 | 19:30 | ვოლფსბურგი | -:- | შალკე 04 | დაწვრილებით |