ბუნდესლიგა: 30-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის პრევიუს.
შტუტგარტი – ფრაიბურგი
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი აუტსაიდერთა დაპირისპირებაა, რომელის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
“ფრაიბურგი” გასავარდნ ზონას 3, ხოლო პლეი აუტის მე-17 პოზიციას 2 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში ერთ დროს ბუნდესლიგის ყველაზე ქართულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი ექნება. შედარებით რთულ სიტუაციაშია “შტუტგარტი”, რომლისთვისაც მატჩის წაგება ვითარებას ძალიან დაამძიმებს.
აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში “ფრაიბურგი” “შტუტგარტთან” საშინაო კედლებში, 1-4 განადგურდა.
ბაიერნი – ჰერტა
მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაში “პორტუს” განდგურების შემდეგ საშნაო ასპარეზს “ჰერტასთან” გასამართი მატჩით უბრუნდება.
აღნიშნულ შეხვედრას ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა არ გააჩნია. “ბაიერნის” ჩემპიონობაში ეჭვი არავის ეპარება. “ჰერტამ” კი ბოლო თამაშები ძალიან ცუდად უნდა ჭაატაროს, რომ გავარდნა დაემქუროს.
ცალსახაა, რომ წყვილში ფავორიტები სწორედ მასპინძლები არიან. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მატჩის სტატუსიდან და მძიმე კალენდრიდან გამომდინარე გვარდიოლამ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს, რაც ბერლინელთა შანსებს გაზრდის.
გლადბახი – ვოლფსბურგი
ცენტრალური მატჩი ტურის უკანასკნელი დაპირისპირებაა, რომელშიც ერთმაენთის წინაარეგ “გლადბახი” და “ვოლფსბურგი” წარსდგებიან.
სტუმრები, რომლებიც გუშნ ევროპის ლიგას გამოეთიშნენ მოახლოებულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. საკუთარ გუნდს ორი გამორჩეული მოთამაშე, ანდრე შურლე და კევინ დე ბრეინე ვერ დაეხმარებიან, თუმცა დიტერ ჰეკინგს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავს.
“გლადბახი” მატჩს საკმაოდ მოტივირებული ხვდება. სამეულში მოხვედრის შემთხვევაში გლადბახელები ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ ხვდებიან, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
24.04 | 22:30 | მაინცი | -:- | შალკე 04 | დაწვრილებით | |||
25.04 | 17:30 | დორტმუნდი | -:- | აინტრახტი | დაწვრილებით | |||
25.04 | 17:30 | ჰანოვერ 96 | -:- | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |||
25.04 | 17:30 | შტუტგარტი | -:- | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |||
25.04 | 17:30 | ჰამბურგი | -:- | აუგსბურგი | დაწვრილებით | |||
25.04 | 17:30 | კიოლნი | -:- | ლევერკუზენის ბაიერი | დაწვრილებით | |||
25.04 | 20:30 | მიუნხენის ბაიერნი | -:- | ჰერტა | დაწვრილებით | |||
26.04 | 17:30 | პადერბორნი | -:- | ბრემენის ვერდერი | დაწვრილებით | |||
26.04 | 19:30 | გლადბახი | -:- | ვოლფსბურგი | დაწვრილებით |