ბუნდესლიგა: 32-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტურის პრევიუს.
ჰამბურგი – ფრაიბურგი
მორიგი გერმანული ტური საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით გიახსნება. ჰამბურგში ადგილობრივ კლუბს “ფრაიბურგი” ესტუმრება და მაყურებელიც დიდი ალბათობით ბუნდესლიგაში დასარჩენად გაჩაღებულ დაძაბულ ორთაბრძოლას იხილავს.
გუნდები შეხვედრას განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. “ფრაიბურგმა” კარგი სერიის შემდეგ უკანასკნელი 5 მატჩი მოუგებლად ჩაატარა, გერმანიის თასიდან გამოვარდა და სახიფათ ზონასაც მიუახლოვდა. ჰამბურგელებმა კი წარუამტებელი პერიოდის შემდეგ უკანასკნელ ორ ტურში მაქსიმალური 6 ქულა მოიპოვეს და მე-15 პოზიციაზეც კი გამაგრდნენ. თუმცა, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
დორტმუნდი – ჰერტა
ევროთასების ზონაშ მოსახვედრად მებრძოლი “დორტმუნდი” მოახლოებულ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, “ჰერტას” წინააღმდეგ გამართავს.
გასულ ტურში უშუალო კონკურენტ “ჰოფენჰაიმთან” ფრის შემდეგ კლოპის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მიზნის მისაღწევად სეზონის დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს. თუმცა, მომავალ სეზონში ევროთასებზე გარანტიად არც მოვლენათა ასეთი განვითარება გამოდგება.
გასათვალიწინებელია ისიც, რომ მასპინძელბს ბერლინელებთან იოლი გასეირნება არ ელით. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ “ჰერტა” გასავარდნ ზონას მიუახლოვდა და კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა, შესაძლოა, დედაქალაქური კლუბისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს.
გლადბახი – ლევერზკუენი
ტურის ცენტრალური შეხვედრა ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის შედგება. მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ “გლადბახსა” და “ლევერზკუენს” შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ორივე გუნდი კი მიზნად რაც შეიძება მაღალი ადგილის, ანუ მეორე პოზიციის დაკავებას ისახავს, რისთვისაც მასპინძლებსაც და სტუმრებსაც მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ.
უკომპრომისო და საინტერესო მატჩის ხილვის შანსებს ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. მასპინძლებს ბუნდესლიგაში 9 ტურის განმავლობაში არ წაუგიათ, ხოლო “ლევერკუზენი” 10 ტურის განმავლობაშია დაუმარცხებელი.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 22:30 | ჰამბურგი | -:- | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:30 | ბაიერნი | -:- | აუგსბურგი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:30 | დორტმუნდი | -:- | ჰერტა | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:30 | გლადბახი | -:- | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:30 | ჰანოვერ 96 | -:- | ვერდერი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:30 | აინტრახტი | -:- | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |||
09.05 | 20:30 | შტუტგარტი | -:- | მაინცი | დაწვრილებით | |||
10.05 | 17:30 | პადერბორნი | -:- | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |||
10.05 | 19:30 | კიოლნი | -:- | შალკე 04 | დაწვრილებით |