ბუნდესლიგა: 33-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის პრევიუს.
შალკე – პადერბორნი
გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელი ორი ტური ლიგიდან ავარდნილი გუნდების და ევროპის ლიგის საგზურის მფლობელებს გაარკვევს. ამ თვალსაზრისით ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “შალკესა” და “პადერბორნის” დაპირისპირებაა. გელზენკირხენელები ბევრისთვის სასურველ მეექვსე პოზიციას ჯერჯერობით ინარჩუნებებნ და მოახლოებულ ტურში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ. “პადერბორნს” კი ქულები ბუნდესლიგაში დასარჩენად ჰაერივით ესაჭიროებათ.
მასპინძლები შეხვედრას პრობლემებით ხვდებიან. დისციპლინის დარღვევის გამო “შალკეს” რამდნეიმე მოთამაშე გუნდს სკანდალურად ემშვიდობება.
ვოლფსბურგი – დორტმუნდი
გელზენკირხელთა ერთ-ერთ მთავარ კონკურნეტს, დორტმუდის “ბორუსიას” “ვოლფსბურგთან” რთული მატჩი ელის. მასპინძელთა მთავარი ამოცანა მეორე პოზიციის შენარჩუნებაა, თუმცა დორტმუნდელთა მოტივაცია რა თქმა უნდა გაცილებით ძლიერია. მათ შანსებს ბოლო პერიოდში საკამოდ კარგი სათამაშო ფრომაც ზრდის. გასათვალისწინებელია კლოპის მონდომებაც, რომელსაც მშობლიურად ქცეული კლუბიდან წასვლა გარკვეული, მინიმალური შედეგით მაინც სურს.
შტუტგარტი – ჰამბურგი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას შტუტგარტი უმაპსინძლებს, სადაც ადგილობრივი კლუბი ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკანასკნელი შანსისთვის იბრძოლებს. “შტუტგარტის” მეტოქე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “ჰამბურგი” იქნება, რომელიც სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა. ბრუნო ლაბადიას მოსვლის შემდეგ 3 შეხვედრაში ჰამბურგელებმა 7 ქულა მოიპოვეს და მე-14 პოზიციაზე აღზევდნენ, თუმცა სახიფათო ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.
“შტუტგარტისთვის” მარცხი მეორე ბუნდესლიგაში გამგზავრების ტოლფასია. ამიტომ, მასპინძლები პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ და შეცდომების რაოდენობას მინიმუმამდე დაყვანას ეცდებიან.
ტურის ყველა მატჩი
16.05 | 17:30 | შალკე 04 | -:- | პადერბორნი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | ლევერკუზენი | -:- | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | ვოლფსბურგი | -:- | დორტმუნდი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | მაინცი | -:- | კიოლნი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | აუგსბურგი | -:- | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | ჰერტა | -:- | აინტრახტი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | ვერდერი | -:- | გლადბახი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | ფრაიბურგი | -:- | ბაიერნი | დაწვრილებით | |||
16.05 | 17:30 | შტუტგარტი | -:- | ჰამბურგი | დაწვრილებით |