ბუნდესლიგა: 34-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელი ტურის პრევიუს.
ბრძოლა ევროპისთვის
ერთი ევროსაგზური ბედი უკანასკნელ ტურში ორი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ “აუგსბურგი” “გლადბახთან” გასვლით მატჩში მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებს, მომდევნო სეზონში ევროსარბიელზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხოლო მარცხისა და პარალელურად “ბორუსიას” “ვერდერდთან” გამარჯვების შემთხვევაში ევროსაგზურს დორტმუნდელები მოიპოვებენ.
“გლადბახს” უკანასკნელ ტურში მეორე პოზიციის მოპოვების შანსი აქვს და გარდა ამისა კარგი სეზონის საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ კარგად დასრულებაც სურს. ამიტომ, იმის ალბათობა, რომ მასპინძები “აუგსბურგს” რამეს იოლად დაუთმობენ ძალიან მცირეა.
ბრძლა ადგილის შესანარჩუნებლად
საოცარი ვითარებაა ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც ადგილის შესანარჩუნებლად 6 გუნდი იბრძვის, თანაც 4 მათგანი დასკვნით ტურში ერთმანეთს უპირისპირდება.
ბოლო ადგილზე მყოფი “პადერბორნი”, რომელსაც გადასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, “შტურგარტს” უმასპინძებს. სტუმრებს გამარჯვების შემთხვევაში კი გადათამაშების გარეშე დარჩენის კარგი შანსი აქვთ.
აუტსაიდერთა მეორე დუელი ჰანოვერში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “ფრაიბურგს” უმასპნიძლებს. ამჟამად ორივე გუნდი სახიფათო ზონას 1 ქულით უსწრებს, თუმცა დამარცხებული დიდი ალბათობით გერმანული ფეხბურთის ელიტას დაემშვიდობება. ფრის შემთხვევაში კი, სახიფათო ზონაში მოხვედრის რისკი “ჰერტას” ექნება, რომელიც ჰოფენჰაიმს სტუმრობს და მინიმუმ ქულა სჭირდება.
გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდებიდან ბოლო ტურში ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროუს უმოტივაციოდ დარჩენილი მეტოქე ჰყავს “ჰამბურგს”, რომელიც “შალკეს” მიიღებს. მასპინძლებმა ლაბადიას მოვლსი შემდეგ თამაში გამოასწორეს და უიმედო აუტსაიდერობას თავი დააღწიეს, თუმცა გასულ ტურში “შტუტგარტთან” ექვსქულიანი მატჩი წააგეს და კვლავ სახიფათო ზონაში აღმოჩნდენ. უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად “ჰამბურგს” მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ტურის ყველა მატჩი
23.05 | 17:30 | მიუნხენის ბაიერნი | -:- | მაინცი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | დორტმუნდი | -:- | ბრემენის ვერდერი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | გლადბახი | -:- | აუგსბურგი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | ჰოფენჰაიმი | -:- | ჰერტა | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | ჰანოვერ 96 | -:- | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | აინტრახტი | -:- | ლევერკუზენის ბაიერი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | ჰამბურგი | -:- | შალკე 04 | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | კიოლნი | -:- | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |||
23.05 | 17:30 | პადერბორნი | -:- | შტუტგარტი | დაწვრილებით |