ბუნდესლიგა: მე-13 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-13 ტურის პრევიუს.
ჰერტა – ბაიერნი
გათამაშების ლიდერი მე-13 ტურში ბერლინს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “ჰერტასთან” გაარკვევს.
რამდენიმე დღის წინ “ბაიერნი” აგვისტოს შემდეგ პირველად დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაში “სიტისთან” ბოლო წუთებზე წაგებულ შეხვედრას გვარდიოლას გუნდისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოტივირებულმა “სიტიმ” კი კაცნაკლული “ბაიერნი” ალბათ უფრო მოტივაციის ხარჯზე დაამარცხა.
“ჰერტამ” გასულ ტურში “კიოლნის” დამარცხება შეძლო და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. თუმცა, ბერლინური კლუბი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით არაფრით არ გამოირჩევა. “ჰერტამ” სასტარტო 12 ტურში ზედიზედ ორი შეხვედრის მოგებაც კი ვერ მოახერხა და ამ კანონზომიერების გათვალისწინები მასპინძლები “ბაიერნთანაც” ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს.
ვოლფსბურგი – გლადბახი
მიუნხენური გრანის უახლოესი მდევრები მოახლოებულ ტურში ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფი გუნდების შეხვედრა შეგვიძია ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოვნათლოთ.
ორივე გუნდს ბოლო დროს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვ. “ვოლფსბურგმა” ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში განცდილ მარცხს ევროპა ლიგაზეც “ევერტონთან” წაგებაც დაუმატა. “გლადბახის” მოუგებელი სერია კი უკვე 4 შეხვედრას მოიცავს.
ასე რომ, შაბათს გასამართ დაპირისპირებაში გუნდები ნავსის გატეხვას ეცდებიან. თუმცა, “ვოლფსბურგის” საკუთარ მოედანზე დამარცხება ჯერჯერობით ბუნდესლიგის გუნებმა ვერ შეძლეს.
აინტრახტი – დორტმუნდი
სახიფათო ზონაშ მყოფი “დორტმნდი” მე-13 ტურში ფრაქფურტს ესტუმრება, სადაც “აინტრახტთან” გამართავს შეხვედრას.
დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გასვლის საკითხი დადებითად ჯერ კიდევ მეოთხე ტურში გადაწყვიტეს. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ლონდონში განცდილი მარცხი დიდი დარტყმა არ ყოფილა. აი, ბუნდესლიგაში კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა უკვე საგანგაშო ნიშანი ინქება.
12 ტურის შემდეგ კლოპის გუნდის აქტივში მხოლოდ 11 ქულაა, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია. თუმცა, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით, დორტმუნდელებს ზედიზედ რამდენიმე მოგებული მატჩის შემთხვევაში პირველი წრის დასრულებამდეც კი შეუძლიათ ევროზონასთან მიახლოვება.
ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები
28.11 | 23:30 | ფრაიბურგი | 2.45 | 3.25 | 3.00 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
29.11 | 18:30 | შალკე 04 | 2.00 | 3.50 | 3.80 | მაინცი | დაწვრილებით | |
29.11 | 18:30 | ლევერკუზენი | 1.55 | 4.00 | 6.45 | კიოლნი | დაწვრილებით | |
29.11 | 18:30 | აუგსბურგი | 2.10 | 3.40 | 3.60 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
29.11 | 18:30 | ჰერტა | 14.50 | 6.50 | 1.25 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
29.11 | 18:30 | ვერდერი | 2.35 | 3.40 | 3.05 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
29.11 | 21:30 | ჰოფენჰაიმი | 1.85 | 3.70 | 4.20 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
30.11 | 18:30 | ვოლფსბურგი | 2.00 | 3.50 | 3.75 | გლადბახი | დაწვრილებით | |
30.11 | 20:30 | აინტრახტი | 4.70 | 4.00 | 1.70 | დორტმუნდი | დაწვრილებით |