ბუნდესლიგა: მე-14 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-14 ტურის პრევიუს.
დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა “დორტმუნდის” კატასტროფული შედეგებია. კლოპის გუნდი გასულ ტურში მარცხის შემდეგ ბოლო პოზიციაზე დაეშვა, რასაც ფაქტობრივად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მოახლოებულ ტურში დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” მიიღებენ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ეცდებიან მდგოამრეობის გამოსწორებას.
სტუმრებს ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სტარტი აქვთ, თუმცა გასულ ტურამდე განცდილი ზედიზეც სამი მარცხის გამო “ჰოფენჰაიმი” მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა. არადა, გისდოლის შეგირდები “ვოლფსბურგთან” ერთად “ბაიერნის” ერთ-ერთი მდევრებიც კი იყვნენ.
საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილში განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ “დორტმუნდს” და “ჰოფენჰაიმს” გაშვებული გოლების რაოდენობა თანაბარი აქვთ.
შტუტგარტი – შალკე
კიდევ ერთი ტრადიციული გუნდი, რომელიც “დორტმუნდის” მსგავსად ცხრილის სახიფათო ზონაშია მოხვედრილი საკუთარ მოედანზე “შალკეს” მიიღებს.
“შტუტგარტმა” სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება გასულ ტურში იზეიმეს და უსიამოვნო სერია შეწყვიტეს. სტევენსის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი “ფრაიბურგი” სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმდინარე სეზონში “შალკეს” მეტოქისგან განსხვავებული მიზნები აქვს. დი მატეოს გუნდი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის. რა თქმა უნდა გელზენკირხენში სურთ, რომ ადგილობრივმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულოს გათამაშება. ამისათვის კი “შტუტგარტის” კალიბრის გუნდებთან მოგება აუცილებელია. თუმცა, “შალკეს” მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამი გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა გელზნკირხენელები დადებით სერიის გაგრძელებას.
ბაიერნი – ლევერკუზენი
ტურის ცენტალურ დაპირისპირებას მიუნხენი უმასპინძებს, სადაც “ბაიერნს” “ლევერკუზენი” ესტუმრება.
გათამაშების ლიდერის დამარცხება მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. თავად ლევერკუზნელებმაც “ბაიერნს” ბოლოს 2012 წელს, საშინაო შეხვედრაში მოუგეს, მას მერე კი მიუნხენური გრანდის დამარცხებას ვერ ახერხებენ.
13 ტურის შემდეგ პირველ და მესამე საფეხურებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა უკვე 10 ქულას შეადგენს და თუ ლევერკუზენელებს გარკვეული ინტრიგის შემქნა სურთ, მიუნხენში გასამართი მატჩის მოგება აუცილებელია. თუმცა, შმიდტის შეგირდები დიდი ალბათობით მესამე პოზიციის შენარჩუნებაზე უფრო ფიქრობენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
05.12 | 23:30 | დორტმუნდი | 1.60 | 4.00 | 5.70 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
06.12 | 18:30 | გლადბახი | 1.75 | 3.70 | 5.00 | ჰერტა | დაწვრილებით | |
06.12 | 18:30 | ჰანოვერ 96 | 3.80 | 3.50 | 2.00 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
06.12 | 18:30 | შტუტგარტი | 2.25 | 3.40 | 3.25 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
06.12 | 18:30 | კიოლნი | 2.85 | 3.20 | 2.60 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
06.12 | 18:30 | პადერბორნი | 2.40 | 3.35 | 3.00 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
06.12 | 21:30 | ბაიერნი | 1.30 | 6.00 | 10.00 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
07.12 | 18:30 | ჰამბურგი | 2.20 | 3.40 | 3.30 | მაინცი | დაწვრილებით | |
07.12 | 20:30 | აინტრახტი | 2.10 | 3.45 | 3.50 | ვერდერი | დაწვრილებით |