ბუნდესლიგა: მე-15 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ბუნდესლიგის მე-15 ტურის პრევიუს.
აუგსბურგი – ბაიერნი
მორიგ ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “აუგსბურგს” ეწვევა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
მარკუს ვეინზაიერლის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და შედეგად მესამე პოზიციაზე აღზევდა. რა თქმა უნდა, მოგებათა სერიის გაგრძელება რთული იქნება, თუმცა მასპინძები ქულისთვის მაინც იბრძოლებენ.
მიუნხენელებმა ბუნდესლიგის უკანასკნელი ორი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. იგრძნობა, რომ გუნდი ძალების დაზოგვით თამაშობს და მომატებაც ნებისმიერ დროს შეუძლია. “ბაიერნს” ამის რესურსიც აქვს, რაც შუა კვირაში მოსკოვის ცსკა-ს დამაჯერებლად ძლევით დამტკიცდა.
ჰერტა – დორტმუნდი
საინტერესო შეხვედრას უმასპინძებს ბერლინი, სადაც “ჰერტას” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “დორტმუნდი” ეწვევა. წაგებისა ან ფრის შემთხვევაში გუნდებს გასავარდნ ზონაში დაქვეითება ემუქრებათ. წლის ბოლოს კი ეს არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივაა.
ბერლინელებმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. შედარებით უკეთესი ვითარებაა დორტმუნდელთა ბანაკში, თუმცა კლოპის გუნდმა რამდნეიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამართა, რაც შესაძლოა მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახოს.
ლევერკუზენი – გლადბახი
ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება ლევერკუზენში გაიმართება, სადაც სტუმრად “გლადბახი” ჩავა.
გლადბახმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, უსიამოვნო სერიის დასრულება გასულ ტურში “ჰერტას” ძლევით შეძლო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი გამოდგა. მეტოქისგან განსხვავებით წინა ტურა წარუმატებელი გამოდგა “ლევერკუზენისთვის”. თუმცა, მიუნხენში ვიზიტზე შმიდტის შეგირდები განსაკუთრებულ იმედებს ალბათ არც ამყარებდნენ.
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მატჩების უმეტესობა ფრედ ან ლევერკუზენთა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალიც. “გლადბახმა” “ბაიერის” დამარცხება ბოლოს ორჯერ, 2010 და 2012 წლებში შეძლო და ორივე შემთხვევაში ეს გასვლით შეხვედრაში მოხდა.
ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები
12.12 | 23:30 | ჰოფენჰაიმი | 1.95 | 3.65 | 3.80 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
13.12 | 18:30 | შალკე 04 | 1.90 | 3.50 | 4.20 | კიოლნი | დაწვრილებით | |
13.12 | 18:30 | აუგსბურგი | 9.00 | 5.00 | 1.37 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
13.12 | 18:30 | ჰერტა | 5.25 | 3.85 | 1.67 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
13.12 | 18:30 | ვერდერი | 2.57 | 3.30 | 2.80 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
13.12 | 18:30 | ფრაიბურგი | 2.55 | 3.25 | 2.85 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
13.12 | 21:30 | მაინცი | 2.40 | 3.35 | 3.00 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
14.12 | 18:30 | ლევერკუზენი | 1.77 | 3.70 | 4.75 | გლადბახი | დაწვრილებით | |
14.12 | 20:30 | ვოლფსბურგი | 1.45 | 4.50 | 7.25 | პადერბორნი | დაწვრილებით |