ბუნდესლიგა: მე-15 ტურის პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 12, 2014

Fanebi.com წარმოგიდგენთ ბუნდესლიგის მე-15 ტურის პრევიუს.

 

აუგსბურგი – ბაიერნი

მორიგ ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “აუგსბურგს” ეწვევა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

მარკუს ვეინზაიერლის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და შედეგად მესამე პოზიციაზე აღზევდა. რა თქმა უნდა, მოგებათა სერიის გაგრძელება რთული იქნება, თუმცა მასპინძები ქულისთვის მაინც იბრძოლებენ.

მიუნხენელებმა ბუნდესლიგის უკანასკნელი ორი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. იგრძნობა, რომ გუნდი ძალების დაზოგვით თამაშობს და მომატებაც ნებისმიერ დროს შეუძლია. “ბაიერნს” ამის რესურსიც აქვს, რაც შუა კვირაში მოსკოვის ცსკა-ს დამაჯერებლად ძლევით დამტკიცდა.

 

ჰერტა – დორტმუნდი

საინტერესო შეხვედრას უმასპინძებს ბერლინი, სადაც “ჰერტას” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “დორტმუნდი” ეწვევა. წაგებისა ან ფრის შემთხვევაში გუნდებს გასავარდნ ზონაში დაქვეითება ემუქრებათ. წლის ბოლოს კი ეს არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივაა.

ბერლინელებმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. შედარებით უკეთესი ვითარებაა დორტმუნდელთა ბანაკში, თუმცა კლოპის გუნდმა რამდნეიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამართა, რაც შესაძლოა მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახოს.

 

ლევერკუზენი – გლადბახი

ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება ლევერკუზენში გაიმართება, სადაც სტუმრად “გლადბახი” ჩავა.

გლადბახმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, უსიამოვნო სერიის დასრულება გასულ ტურში “ჰერტას” ძლევით შეძლო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი გამოდგა. მეტოქისგან განსხვავებით წინა ტურა წარუმატებელი გამოდგა “ლევერკუზენისთვის”. თუმცა, მიუნხენში ვიზიტზე შმიდტის შეგირდები განსაკუთრებულ იმედებს ალბათ არც ამყარებდნენ.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მატჩების უმეტესობა ფრედ ან ლევერკუზენთა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალიც. “გლადბახმა” “ბაიერის” დამარცხება ბოლოს ორჯერ, 2010 და 2012 წლებში შეძლო და ორივე შემთხვევაში ეს გასვლით შეხვედრაში მოხდა.

 

ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები

12.12 23:30 ჰოფენჰაიმი 1.95ჰოფენჰაიმი 3.65 აინტრახტი3.80 აინტრახტი დაწვრილებით
13.12 18:30 შალკე 04 1.90შალკე 04 3.50 კიოლნი4.20 კიოლნი დაწვრილებით
13.12 18:30 აუგსბურგი 9.00აუგსბურგი 5.00 მიუნხენის ბაიერნი1.37 ბაიერნი დაწვრილებით
13.12 18:30 ჰერტა 5.25ჰერტა 3.85 დორტმუნდი1.67 დორტმუნდი დაწვრილებით
13.12 18:30 ვერდერი 2.57ბრემენის ვერდერი 3.30 ჰანოვერ 962.80 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
13.12 18:30 ფრაიბურგი 2.55ფრაიბურგი 3.25 ჰამბურგი2.85 ჰამბურგი დაწვრილებით
13.12 21:30 მაინცი 2.40მაინცი 3.35 შტუტგარტი3.00 შტუტგარტი დაწვრილებით
14.12 18:30 ლევერკუზენი 1.77ლევერკუზენის ბაიერი 3.70 გლადბახი4.75 გლადბახი დაწვრილებით
14.12 20:30 ვოლფსბურგი 1.45ვოლფსბურგი 4.50 პადერბორნი7.25 პადერბორნი დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სასწრაფო დახმარების მანქანამ დიეგომდე მისვლას საათნახევარი მოანდომა, ვითხოვ გამოძიე

დიეგო მარადონას ადვოკატმა და ახლო მეგობარმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ აპირებს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ვიდალს დასჯის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მილანის “ინტერი” გუნდის ნახევარმცველ არტურო ვიდალს უპასუხისმგებლო საქციელის გამო დასჯის. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – გულშემატკივრები მარადონას ემშვიდობებიან (ფოტო, ვიდეო)

26 ნოემბერს დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაასვენეს. ლეგენდარულ ფეხბურთელს ბუენოს აირესში უამრავი გულშემატკივარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან სამუდამოდ განკვეთა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დისციპლინურმა კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ნურლან იბრაჰიმოვი ნებისმიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს&

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაც კლოპმა 2015 წლიდან იცის, მე 2004 წლიდან ვიცი”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კლოპი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჩვენსა და “რეალს” შორის განსხვავებები დავინახეთ”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘გააუქმეთ 10 ნომერი ყველა გუნდში’ – ვილაშ-ბოაშის სურვილი

მარსელის” ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

15 იანვრამდე ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება!

დღეს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი რამდენიმე გამოცემამ შეზღუდვების პაკეტის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭებას აპირებენ

ნეაპოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩირო ბორიელომ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყება “ნაპოლის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა