ბუნდესლიგა: მე-16 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-16 ტურის პრევიუს.
ბაიერნი – ფრაიბურგი
მორიგი გერმანული ტური შუა კვირაში გაიმართება და დღეს, მიუნხენში გასამართი დაპირისპირებით აიღებს სტარტს. მართალია, პარალელურადაც რამდენიმე შეხვედრა წარიმართება, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ “ბაიერნის” თამაში იწვევს, რომელმაც გასულ ტურში “შემოდგომი ჩემპიონის” წოდება ნაადრევად მოიპოვა.
როგორ ყველა გასულ შეხვედრაში გვარდიოლას გუნდი ამ მატჩსაც ფავორიტის რანგში ხვდება. მიუნხენური კლუბისთვის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ფრაიბურგის” დამარცხება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ამას “ბაიერნი” უკვე წლებია დამაჯერებლად ამტკიცებს. ფრაიბურგელთა ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ორი შეხვედრა დასრულდა ფრედ, დანარჩენ შემთხვევაში კი მიუნხენელებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს.
დორტმუნდი – ვოლფსბურგი
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს დორტმუნდი, სადაც აუტსაიდერთა შორის მოულოდნლად აღმოჩენილი “ბორუსია” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “ვოლფსბურგს” მიიღებს.
გასული ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. კლოპის შეგირდები ბერლინში, უმნიშვნელოვანას შეხვედრაში დამარცხდნენ. “ვოლფსბურგმა” კი საკუთარ მოედანზე “პადერბორნს” ვერ მოუგო და ლიდერთან ჩამორჩენას 9 ქულამდე გაზარდა.
გასულ სეზონში, როცა “ბორუსია” მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ერთნაირი საშინაო გამარჯვება მოიპოვეს. გაგრძელდება თუ არა ეს ტრადიცია წლევანდელ გათამაშებაშიც, ხვალ გახდება ცნობილი.
ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი
“ლევერკუზენმა” “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ ქულები გასულ ტურშიც დაკარგა, რამაც “ჰოფენჰაიმს” ევროზონასთან მიახლოების საშუალება მისცა. საინტერესოა, რომ ლევერკუზენელებთან ერთად ქულები ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა ყველა გუნდმა დაკარგა. ჰოფენჰაიმელებმა კი სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “აინტრახტს” დაძაბულ და შედეგიან შეხვედრაში სძლიეს. წესით და რიგით, მოახლოებულ ტურში “ბაიერნის” მდევრებისგან მაქსიმუმს და უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ. ასე რომ, “ლევერკუზენი” გასვილით გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა იოლი გასეირნება შმიდტის შეგირდებს არ ელით.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
16.12 | 23:00 | ჰანოვერ 96 | 2.55 | 3.20 | 2.90 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
16.12 | 23:00 | ბაიერნი | 1.13 | 10.00 | 20.00 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
16.12 | 23:00 | ჰამბურგი | 2.30 | 3.30 | 3.20 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
16.12 | 23:00 | კიოლნი | 2.50 | 3.30 | 2.90 | მაინცი | დაწვრილებით | |
17.12 | 23:00 | დორტმუნდი | 2.00 | 3.60 | 3.85 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
17.12 | 23:00 | გლადბახი | 1.55 | 4.25 | 5.90 | ვერდერი | დაწვრილებით | |
17.12 | 23:00 | ჰოფენჰაიმი | 3.20 | 3.40 | 2.25 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
17.12 | 23:00 | აინტრახტი | 2.20 | 3.40 | 3.30 | ჰერტა | დაწვრილებით | |
17.12 | 23:00 | პადერბორნი | 2.70 | 3.30 | 2.65 | შალკე 04 | დაწვრილებით |