ბუნდესლიგა: მე-17 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-17 ტურის პრევიუს.
მაინცი – ბაიერნი
“ბაიერნი” ჩემპიონატის პირველ წრეს დაუმარცხებლად ასრულებს. მიუნხენელებმა ქულები მხოლოდ გასვლით მატჩებში დაკარგეს, როცა სამჯერ ფრედ ითამაშებს და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. წლის ბოლო ტურში რობენი და კომპანიას “მაინცს” ესტუმრებიან, რომელმაც საკუთარ მოედანზე მხოლოდ ორჯერ მოიგო და ნოემბერ-დეკემებერში გასნაკუთრებით სუსტად გამოიყურებოდა.
ამავე დროს “ბაიერნის” ლაზარეთი იზრდება. მოახლოებულ შეხვედრაში გვარდიოლა ბენატიას, როდეს, ლევანდოვსკის და ხაბი ალონსოს ვერ გამოიყენებს, რამაც შესაძლოა, მაინცელთა მიზერული შანსები გაზარდოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საკადრო პრობლემები მასპინძლებსაც აქვთ, რაც განსაკუთრებით დაცვის ხაზში იგრძნობა.
აუგსბურგი – გლადბახი
ნომინალურად მესამე და მეხუთე პოზიციებზე მყოფი გუნდების თამაში ცენტრალურ მატჩად შეგვიძლია მივიჩნიოდ. “აუგსბურგი” წარმატებული პირველი წრის დასრულებას საშინაო გამარჯვებით ეცდება. ერთი ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი ეს წრე კლუბის ისტორიაში საუკეთესო გახდება. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერის და ტობიას ვერნერის თამაში, რაც “აუგსბურგისთვის” დიდი დანაკლისია.
საკადრო პრობლემები “გლადბახსაც” აქვს, რომელმაც ტრავმის გამო რაფაელი დაკარგა. მაგრამ, გასულ ტურში ფავრის გუნდმა ბრაზილიელის გარეშეც კარგი მატჩი ჩაატარა.
ვერდერი – დორტმუნდი
ბუნდელსიგი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კლუბები წელს სულ სხვა ამოცანების გადასაჭრელად იბრძვიან. ბრემენელებმა რამდენიმე დღის წინ “გლადბახისგან” გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს და სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციასაც დაუბრუნდნენ. გუნდს დაცვის ხაზში პრიოდლის და შშეტევაშ დი სანტოს არყოფნა ძალიან ეტყობა.
“დორტმუნდს” მეტოქეზე მხოლოდ ერთ ქულით მეტი აქვს, თუმცა დეკემბერში კლოპის გუნდი სკიპნიკის კრებულზე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. გასულ ტურში დორტმუნდელებმა “ვოლფსბურგს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულაც მოიპოვეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
19.12 | 23:30 | მაინცი | 13.00 | 6.25 | 1.25 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
20.12 | 18:30 | შალკე 04 | 1.90 | 3.50 | 4.20 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
20.12 | 18:30 | აუგსბურგი | 2.60 | 3.25 | 2.80 | გლადბახი | დაწვრილებით | |
20.12 | 18:30 | შტუტგარტი | 1.95 | 3.55 | 3.90 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
20.12 | 18:30 | ლევერკუზენი | 1.50 | 4.40 | 6.50 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
20.12 | 18:30 | ვერდერი | 5.70 | 4.00 | 1.60 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
20.12 | 21:30 | ვოლფსბურგი | 1.55 | 4.00 | 6.45 | კიოლნი | დაწვრილებით | |
21.12 | 18:30 | ჰერტა | 2.65 | 3.25 | 2.75 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
21.12 | 20:30 | ფრაიბურგი | 2.55 | 3.30 | 2.85 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით |