ბუნდესლიგა: მე-18 ტურის პრევიუ
Faneb.com გერმანული ბუნდესლიგის მე-18 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ვოლფსბურგი – ბაიერნი
ბუნდესლიგის მეორე წრე ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრლაური შეხვედრით აიღებს სტარტს. შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ჩემპიონის ბედიც სწორედ დღევანდელ შეხვედრაში გადაწყდეს. “ბაიერნის” გამარჯვების შემთხვევაში პირველსა და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 14 ქულამდე გაიზარდება.
საინტერესოა, რომ ზამთრის პაუზის დროს ორივე გუნდმა ამხანაგურ შეხვედრებში ასპროცენტიანი შედეგები ჰქონდათ. “კარგია, რომ მეორე ეტაპს უშუალო კონკურენტთან მატჩით ვიწყებთ. ეს გვაიძულებს, რომ სტარტზევე კარგ ფორმაში ვიყოთ” – განაცხადა გვარდიოლამ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შალკე – ჰანოვერი
საინტერესო შეხვედრა გაიმართება “ველტინ არენაზე”, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. “შალკეს” საუკეთესო ბომბარდირი, ერიკ ჩუპო-მოტინგი დააკლდება. კამერუნელი აფრიკის თასიდან ახალი დაბრუნებულია და ბუნებრივია, რომ მას დასვენება სჭირდება.
ზამთრის პაუზის დროს რობერტო დი მატეომ დაცვაში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე იზრუნა. გელზენკირხენელებმა “მანჩესტერ სიტიდან” მატია ნასტასიჩი ინათხოვრეს, რომელიც დღეს ძირითადში ითამაშებს.
ლევერკუზენი – დორტმუნდი
შაბათის პროგრამას ტურის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი დახურავს. კლოპის გუნდმა პირველი წრე ჩააგდო და ბუნდესლიგის ყველა მოყვარულს დორტმუნდელთა ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან აინტერესებს.
პრესაში კლოპის წასვლაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა დორმტუნდში მოვლენათა ასეთ განვითარებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ და ვითარების გამოსწორებას იმედოვნებენ.
დადებითი მომენტი კი ის არის, რომ “ბორუსიას” ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. ტრავმები მოიშუშეს და გუნდს დაუბრუნდნენ როისი, სოკრატისი და მხიტარიანი, რაც დორტმუნდისთვის დიდი ძალაა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
30.01 | 23:30 | ვოლფსბურგი | 6.15 | 4.25 | 1.56 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
31.01 | 18:30 | შალკე 04 | 2.00 | 3.60 | 3.70 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
31.01 | 18:30 | მაინცი | 2.00 | 3.50 | 3.70 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
31.01 | 18:30 | ფრაიბურგი | 2.60 | 3.50 | 2.60 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
31.01 | 18:30 | შტუტგარტი | 2.90 | 3.40 | 2.45 | გლადბახი | დაწვრილებით | |
31.01 | 18:30 | ჰამბურგი | 2.25 | 3.25 | 3.40 | კიოლნი | დაწვრილებით | |
31.01 | 21:30 | ლევერკუზენი | 2.40 | 3.40 | 2.90 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
01.02 | 18:30 | ვერდერი | 2.40 | 3.35 | 2.95 | ჰერტა | დაწვრილებით | |
01.02 | 20:30 | აუგსბურგი | 2.40 | 3.40 | 2.90 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით |