ბუნდესლიგა: მე-19 ტურის პრევიუ
Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის მე-19 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ
ბაიერნი – შალკე
ბუნდესლიგის მეორე ეტაპის საშინლად ჩატარებული სასტარტო შეხვედრის შემდეგ “ბაიერნი” 2015 წლის პირველ საშინაო მატჩს ჩაატარებს. გასული ტურის მსგავსად, მეტოქე ამჯერადაც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელია. მეტიც, “შალკე” ერთ-ერთია იმ ოთხი გუნდიდან, ვისი დამარცხებაც გვარდიოლას გუნდმა წელს ვერ შეძლო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “შალკემ” სამწვრთნელო ცვლილებასთან ერთად თამაში გამოასწორა და ლიდერთა ჯუგსაც მიუახლოვდა. გელზენკირხენელებს მეორე ადგილისთვის ბრძოლის რეალური შანსი გაუჩნდათ, რომლის შესანარჩუნებლადაც მიუნხენში დადებით შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება. “ბაიერნი” კი საკუტარი გულშემატკივრების თვალწინ შეეცდება გასულ ტურში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
აინტრახტი – ვოლფსბურგი
“ვოლფსბრუგი” რომ ძალიან კარგ ფორმაშია “ბაიერნთან” ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის გარდა მოსამზამდებელ ეტაპზე ნაჩვენები შედეგებიდანაც ჩანს. 2015 წელს ჰეკინგის გუნდმა ყველა მატჩი მოიგო და რთული წარმოსადგენია, რომ მათ შეჩერებას “აინტრახტი” შეძლებს. ამას გასულ ფრანქფურტელთა გასულ ტურში ნაჩვენები შედეგიც ადასტურებს. “აინტრახტი” აუტსაიდერ “ფრაიბურგთან” განადურდა (1:4).
დორტმუნდი – აუგსბურგი
სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე-19 ტურის წინ “აუგსბურგი” ევროზონაში იქნებოდა, ხოლო დორტმუნდელები სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე. თუმცა, რეალობა ასეთია და კლოპის გუნდის გულშემატკივრებს ამასთან შეგუება მოუწევთ.
გასული ტური “აუგსბურგისთვის” წარმატებული იყო. ვეინზირლის შეგირდებმა უშუალო კონკურენტ “ჰოფენჰაიმს” დამაჯერებლად სძლიეს და ცხრილში “ლევერკუზენს” გადაასწრეს, რომელიც წინა ტურში სწორედ “დორტმუნდს” დაუზავდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
03.02 | 23:00 | ბაიერნი | 1.18 | 7.80 | 13.50 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
03.02 | 23:00 | გლადბახი | 1.60 | 4.20 | 5.30 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
03.02 | 23:00 | ჰანოვერ 96 | 2.40 | 3.25 | 3.05 | მაინცი | დაწვრილებით | |
03.02 | 23:00 | აინტრახტი | 3.55 | 3.90 | 1.95 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
04.02 | 23:00 | დორტმუნდი | 1.50 | 4.45 | 6.75 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
04.02 | 23:00 | ჰოფენჰაიმი | 1.75 | 3.80 | 4.70 | ვერდერი | დაწვრილებით | |
04.02 | 23:00 | ჰერტა | 5.10 | 3.55 | 1.75 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
04.02 | 23:00 | კიოლნი | 2.30 | 3.25 | 3.25 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
04.02 | 23:00 | პადერბორნი | 2.60 | 3.25 | 2.80 | ჰამბურგი | დაწვრილებით |