ბუნდესლიგა: მეათე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მეათე ტურის პრევიუს.
ბაიერნი – ბორუსია
მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ “ბაიერნი” ურთიერთობას დორტმუნდის “ბორუსიასთან” გაარკვევს. გასულ ტურში ვერმოგებული თამაშის შემდეგ მიუნხენელბს მოახლოებულ ტურში სამი ქულა აუცილებლად ესაჭიროებათ. თუმცა, გვარდიოლას გუნდს მეტოქე ახლაც საკმაოდ ძლიერი ყავს.
მართალია, დორტმუნდელებს საშინაო ბუნდესლიგაში პირაპირ რომ ვთქვათ კატასტროფული სტარტი აქვთ, მაგრამ ეს ოდესმე დასრულდება. შემადგენლობის მხრივ კი “ბორუსია” ნამდვილად ლიდერთა ჯგუფში იმსახურებს ყოფნას.
ბოლო წლებში გერმანიის ჩემპიონის ტიტულს სწორედ ეს ორი გუნდი ათამაშებს და ამიტომაც შეხვედრას ჩვეულებრივზე მეტი ინტრიგა ახლავს თან.
გლადბახი – ჰოფენჰაიმი
დიდ ინტერეს “ბაიერნის” მდევრების უშუალო შეხვედრაც იწვევს. ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს ბორუსია პარკზე დაუპირისპირდებიან.
გასულ ტურში “პადერბორნთან” მოპოვებული მინიმალური გამარჯვების შემდეგ “ჰოფენჰაიმმა” გერმანიის თასზე “ფრანქფურტი” გაანადგურა (5:1). სიმბოლურია, რომ თასის გათამაშებაში “გლადბახიც” ფრანქფურტელებს ხვდებოდა. “აინტრახტთან” სტუმრობა ფავრის შეგირდების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
“ბაიერნთან” ჩამორჩენის შესაძლო შემცირებისა და კონკურენტთან სიმჭიდროვის გათვალისწინებით ამ შეხვედრაში გუნდების მხრიდან ფრთხილი თამაში და შეცდომების მინიმუმადე დაყვანის მცდელობაა მოსალოდნელი.
მაინცი – ვერდერი
გასულ ტურამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე “მაინცი” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერს” მიიღებს, რომელსაც ბუნდესლიგაში გამარჯვება ჯერაც არ აქვს მოპოვებული.
გუნდების ასეთი გამოსვლა სეზონის სტარტზე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, თუმცა ფაქტია, რომ მე-10 ტურის წინ “მაინცი” ევროთასების ზონაშია, ხოლო ბრემენელები 4 ქულით ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებიან და მიმდინარე სეოზნში ალბათ მათი მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებით შემოიფარგლება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
31/10/14
შალკე – აუგსბურგი
1 X 2
2.05 3.45 3.70
01/11/14
მაინცი – ვერდერი
1 X 2
1.85 3.65 4.25
ჰანოვერი – აინტრახტი
1 X 2
2.40 3.40 2.95
შტუტგარტი – ვოლფსბურგი
1 X 2
3.05 3.40 2.35
ჰამბურგი – ლევერკუზენი
1 X 2
3.50 3.50 2.10
ბაიერნი – დორტმუნდი
1 X 2
1.55 4.40 6.00
02/11/14
გლადბახი – ჰოფენჰაიმი
1 X 2
2.10 3.50 3.50
კიოლნი – ფრაიბურგი
1 X 2
1.95 3.45 4.05
პადერბორნი – ჰერტა
1 X 2
2.65 3.35 2.65