ბუნდესლიგა: მეექვსე ტურის პრევიუ
ბუნდესლიგის მორიგი ტური სტარტს ტრადიციულად პარასკევს გასამართი მატჩით აიღებს, თუმცა ძირითადი მოვლენების შაბათს განვითარდება.
შალკე – ბორუსია დორტმუნი
რურის დერბი რა თქმა უნდა ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნევა. მართალია, სეზონის სტარტი ორივე გუნდმა ჩააგდო, თუმცა “შალკეს” და “ბორუსიას” შეხვედრის დროს სატურნირო მდგოამრეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მატჩები ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩევა.
“შალკემ” პირველი გამარჯვების მოპოვება გასულ ტურში, “ვერდერთან” სტუმრეობისას მოახერხა. დორტმუნდელებმა კი ჩემპიონთა ლიგაში “არსენალის” ძლევის შემდეგ საშინაო ასპარეზის ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ შესძლეს მეტოქის დამარცხება.
გასულ სეზონში “ბორუსიამ” დერბი მეტოქის მოედანზე მოიგო. ამიტომ, “შალკე” მეტოქის დასახვედრად გაორმაგებული მოტივაციით ემზადება.
კიოლნი – ბაიერნი
მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მხოლოდ გასულ ტურში შესძლო საჩემპიონო თამაშის ჩვენება და “პადერბორნის” დამაჯერებლად დამარცხება, “კიოლნს” ესტუმრება.
მასპინძლებს წლევანდელ სეზონში გამარჯვებების მოპოვება უჭირთ, თუმცა მათი დამარცხებაც რთული საქმეა. ხუთი მატჩიდან სამი “კიოლნმა” ფრედ დაასრულა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
“ბაიერნი” ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება და გერმანიში ერთპიროვნულ ლიდერობას იბრუნებს.
ვოლფსბურგი – ვერდერი
ვოლფსბურგში ადგილობრივი გუნდი ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლებს. რობინ დუტის გუნდმა სეზონის სტარტი ჩააგდო. ბრემენელები ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე ასპარეზობენ და ხუთი ტურის შემდეგ მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან. გასულ ტურში კი საკუთარ მოედანზე “შალკსეთან” განადგურდნენ.
წინა ტური “ვოლფსბრუგისთვისაც” წარუამტებელი გამოდგა, რომელიც ბერლინში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, მანამდე გეკინგის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე “ლევერკუზენის” დამარცხება შთამბეჭდავი ანგარიშით მოახერხეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
26/09/14
მაინცი – ჰოფენჰაიმი
1 X 2
2.45 3.30 2.90
27/09/14
შალკე – დორტმუნდი
1 X 2
3.60 3.55 2.90
ფრაიბურგი – ლევერკუზენი
1 X 2
4.20 3.75 1.85
შტუტგარტი – ჰანოვერი
1 X 2
2.05 3.50 3.60
კიოლნი – ბაიერნი
1 X 2
8.60 4.80 1.40
პადერბორნი – გლადბახი
1 X 2
3.45 3.40 2.15
ვოლფსბურგი – ვერდერი
1 X 2
1.55 4.25 6.10
28/09/14
აუგსბურგი – ჰერტა
1 X 2
2.15 3.45 3.70
ჰამბურგი – აინტრახტი
1 X 2
2.15 3.50 3.30