ბუნდესლიგა: მეორე ტურის პრევიუ
ტრადიციულად გთავაზობთ გერმანული ჩემპიონატის ტურის პრევიუს. მეორე სათამაშო კვირა ბევრ საინტერესოს გვპირდება.
აუგსბურგი – დორტმუნდი
გასული სეზონის “აუგსბურგისთვის” საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გერმანული მასშტაბებით მოკრძალებული გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, წელს აუგსბურგელებს შარშანდელი გამეორება გაუჭირდებათ და მათი მთავარი მიზანი საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.
გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ “აუგსბურგმა” ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩიც დათმო. ვაინცირლის შეგირდები “ჰოფენჰაიმთან” შეხვედრაში დამარცხდნენ და პირველი ქულების აღებას პირველ საშინაო შეხვედრაში ეცდებიან. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, ვინაიდან აუგსბურგს პირველ ტურში მაცხით გაბრაზებული “დორტუმდი” ეწვევა.
კლოპი საკადრო პრობლემებს ვერც მოერე შეხვედრაში გადაურჩა. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის რამოსის და ბენდერის ტამაში, თუმცა დორტმუნდელთა კარში რომან ვაიდენფელერი ბრუნდება.
ლევერკუზენი – ჰერტა
სეზონის სტარტზე შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ლევერკუზენი” მეორე ტურში ბერლინის “ჰერტას” მიიღებს. “დორტმუნდთან” ბუნდესლიგის უსწრაფესი გოლით მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შედმეგ შმიდტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში “კოპენჰაგენი” გაანადგურეს და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს.
სეზონის სტარტზე “ჰერტა” ასეთი დამაჯერებელი ვერ იყო, თუმცა ბერლინელებიც ჯერჯეობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ. სათასო გამარჯვების შემდეგ ბუნდესლიგის პირველ ტურში “ჰერტამ” “ვერდერთან” ფრე ითამაშა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად მთავარი მეგოლის წასვლისა ბერლინელებმა სეზონი საკმაოდ შედეგიანად დაიწყეს. სასტარტო ორ შეხვედრაში “ჰერტამ” მეტოქეთა კარში 6-ჯერ დალაშქრა, თუმცა ამავე დროს საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღო.
შალკე – ბაიერნი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება გელზენკირხენი შედგება, სადაც ადგილობრივ “შალკეს” მიუნხენური გრანდი ეწვევა. მასპინძელთა წარუამტებელი სტარტის შემდეგ გელზენკირხენში ტრადიციულად მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, “შალკეს” ხელმძღვანელობა მოვლენათა ასეთ განვითარებას გამორიცხავს.
“ბაიერნში” კი ყველაფერი რიგზეა. გუნდს დისკვალიფიცირებული ჯერომ ბოატენგი უბრუნდება. მართალია, კითხის ნიშნის ქვეშ არის არიენ რობენის თამაში, თუმცა დიდი ალბათობით განაცხადში იქნება ფრანკ რიბერი. გარდა ამისა, მეორე ტურის წინ “ბაიერნმა” ბენატიას და ალონსოს სახით ორი საკმაოდ ძლიერი მოთამაშე დაიმატა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
29/08/14
აუგსბუგი – დორტმუნდი
1 X 2
4.45 3.70 1.77
30/08/14
ლევერკუზენი – ჰერტა
1 X 2
1.47 4.25 7.25
ვოლფსბურგი – აინტრახტი
1 X 2
1.65 3.85 5.70
ვერდერი – ჰოფენჰაიმი
1 X 2
3.20 3.40 2.20
შტუტგარტი – კიოლნი
1 X 2
2.05 3.40 3.60
ჰამბურგი – პადერბორნი
1 X 2
1.80 3.70 4.25
შალკე – ბაიერნი
1 X 2
6.20 4.20 1.55
31/08/14
მაინცი – ჰანოვერი
1 X 2
2.25 3.40 3.10
ფრაიბურგი – გლადბახი
1 X 2
2.85 3.30 2.45