ბუნდესლიგა: მერვე ტურის მიმოხილვა

თარიღი: ოქტომბერი 20, 2014

ბუნდესლიგის მერვე ტურში ლიდერის დამაჯერებელი გამაჯრვება და მისი კონკურენტების წარუმატებლობა დაფიქსირდა.

ბაიერნი – ვერდერი

მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლა და მეტოქეს საკმაოდ იოლად, დიდი ანგარიშით სძლია. მიუნხენელებმა მეტოქის რბევა ჩვეულებრივზე გვიან, მე-20 წუთიდან დაიწყეს, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 6 უპასუხო გოლის გატანა მაინც უპრობლემოდ მოახერხეს.

“ვერდერის” კარში დუბლები ლამმა და გიოტცემ გაიტანეს. თითო გოლი ჩაბი ალონსოს და მიულერის ანგარიშზეა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. “ვერდერის” მგომრეობა კი ძალიან დამძიმდა. გამარჯვების გარეშე მოასპარეზე ბრემენული კლუბი კვლავ ბოლო საფეხურზეა.

შტუტგარტი – ლევერკუზენი

ტურის ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა შტუტგარტში შედგა, სადაც ადგილობრივ კლუბს ლევერკუზენის “ბაიერი” ესტუმრა.

მატჩი ლევერკუზენელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. მე-9 წუთზე სტუმრები ჰეონ-მინ სონის გოლებით 0:2-ს იგებდნენ. ტაიმის ბოლოს “შტუტგარტის” კარი ბელარაბიმაც დალაშქრა და შესვენებაზე საკუთარი გუნდი სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. შეხვედრის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, თუმცა მეროე ტაიმში მასპინძლებმა მცირე სასწაული მოახდინეს. ანგარიშის გასათანარებლად შტუტგრატს ზუსტად 19 წუთი დასჭირდა. 57-ე წუთიდან გოლები ვერნერმა, კლეინმა და ჰარნიკმა გაიტანეს.

კიოლნი – დორტმუნდი

მორიგი წარუმატებელ მატჩი ჩაატარა დორტმუნდის “ბორუსიამ”, რომელიც საშინაო ასპარეზზე საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

გასულ ტურში კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს და მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გააგრძელეს. “ბორუსიას” ამჯერად “კიოლნმა”, ფოგტის და ზოლერის გოლებით აჯობა. ერთი გოლის გატანა სტუმრებმაც მოახერხეს, რომლის ავტორი იმობილე გახდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

18/10/14

ბაიერნი 6-0 ვერდერი
გოლები: ლამი 20′ ; ალონსო 27′ მიულერი 43′ ; გიოტცე 45′ ; ლამი 79′ ; გიოტცე 86′
1           X             2
1.14     9.50       17.00

მაინცი 2-1 აუგსბურგი
გოლები: ჰოფმანი 20 ; (1:0); სამპეირო 23′ (2:0); ვერნერი 78′ (2:1)
1            X             2
2.50     3.25        2.90

ჰანოვერი 0-3 გლადბახი
გოლები: კრუზე 14′ ; ჯაკა 49′ ; კრუზე 90′
1            X             2
3.10      3.35        2.32

ფრაიბურგი 1-2 ვოლფსბურგი
გოლები: კალიგიური 8′ ; 66′ (0:2); კერკი 90′ (1:2)
1              X                2
3.40       3.45           2.14

შტუტგარტი 3-3 ლევერკუზენი
გოლები: ჰეონ-მინ სონი 4′ ; 9′ (0:2); ბელარაბი 41′ (0:3); ვერნერი 57′ (1:3); კლეინი 67′ (2:3); ჰარნიკი 76′ (3:3)
1                X                 2
3.35         3.40            2.14

კიოლნი 2-1 დორტმუნდი
გოლები: ფოგტი 40′ (1:0); იმობილე 48′ (1:1); ზოლერი 74′ (2:1)
1            X             2
5.15      3.75        1.70

შალკე 2-0 ჰერტა
გოლები: ჰუნტელაარი 19′ ; დრაქსლერი 65′
1            X             2
1.92     3.45        4.15

19/10/14

ჰამბურგი 1-1 ჰოფენჰაიმი
გოლები: მოდესტე 15′ (0:1); ლასოგა 34′ (1:1)
1            X             2
2.65     3.30       2.70

პადერბორნი 3-1 აინტრახტი
გოლები: მეიერი 57′ (0:1); დუკში 66′ (1:1); ჰიუნემეიერი 79′ (2:1); კუტშკე 85′ (3:1)
1              X             2
2.60       3.35         2.75

მსგავსი სიახლეები