ბუნდესლიგა: მერვე ტურის პრევიუ
გერმანული ტური მიუნხენში გასამართი საკმაოდ საინტერესო დაპირისპირები აიღებს სტარტს.
ბაიერნი – ვერდერი
გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე მყოფ გუნდს მიიღებს. წლების წინ “ბაიერნისა” და “ვერდერის” დაპირისპირება დიდ ინტერესს და ბრძოლის მოლოდინს იწვევდა, ახლა კი შეხვედრის შედეგი საკმაოდ იოლადა პროგნოზირებადია. მასპინძლები, დიდი ალბათობით, მეტოქეს რამდენიმე გოლს გაუტანენ და შეხვედრას დამაჯერებლად მოიგებენ.
ბრემენული კლუბი წელს საკამაოდ ცუდ სეზონს ატარებს. 7 ტურის შემდეგ “ვერდერი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებია. ასეთი შედეგით კი სავსებით ლოგიკურია, რომ დუტის გუნდი ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
შტუტგარტი – ლევერკუზენი
ლიდერისა და აუტსაიდერის კიდევ ერთ შეხვედრას შტუტგარტი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივ კლუბს “ლევერკუზენი” ესტუმრება. მასპინძლებს სეზონის სტარტი საკმაოდ არასტაბილური გამოუვიდათ და 7 ტურის შემდეგ ისინი გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან.
სტაბილურობა ლევერკუზენელებსაც აკლიათ. უკანასკნელი მატჩიდან ფარმაცეფტებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს, თუმცა ლიდერთან ჯგუფში დარჩენას ჯერჯერობით კიდევ ახერხებენ.
კიოლნი – დორტმუნდი
საინტერესო უნდა გამოდგეს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების შეხვედრა. “კიოლნმაც” და რაც უფრო მეტად გასაკვირია “დორტმუნდმაც” სეზონის სტარტი ჩააგდეს და 7 ტურის შემდეგ 13 და 14 პოზიციებს ინაწილებენ.
გასულ სეზონში კიოლნში დორტმუნდელთა სტუმრობა მასპინძელთა გულშემატკივრებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. კლოპის შეგირდებმა მეტოქეს 6 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს. ასე რომ, დღევანდელ შეხვედრაში “კიოლნი” რევანშისთვის და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
18/10/14
ბაიერნი – ვერდერი
1 X 2
1.14 9.50 17.00
მაინცი – აუგსბურგი
1 X 2
2.50 3.25 2.90
ჰანოვერი – გლადბახი
1 X 2
3.10 3.35 2.32
ფრაიბურგი – ვოლფსბურგი
1 X 2
3.40 3.45 2.14
შტუტგარტი – ლევერკუზენი
1 X 2
3.35 3.40 2.14
კიოლნი – დორტმუნდი
1 X 2
5.15 3.75 1.70
შალკე – ჰერტა
1 X 2
1.92 3.45 4.15
19/10/14
ჰამბურგი – ჰოფენჰაიმი
1 X 2
2.65 3.30 2.70
პადერბორნი – აინტრახტი
1 X 2
2.60 3.35 2.75