ბუნდესლიგა: მესამე ტურის პრევიუ
სანაკრებო პაუზის შემდეგ გერმანული ფეხბურთი საკლუბო ასპარეზს უბრუნდება. უქმეებზე ბუნდესლიგის მესამე ტური გაიმართება, რომელიც სტარტს, ტრადიციულად, პარასკევს საღამოს აიღებს.
ლევერკუზენი – ვერდერი
ტურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართება, სადაც გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბრემენის “ვერდერს” უმაპსინძლებს.
“ბაიერმა” სეზონი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო და სასტარტო ორ ტურში იოლი გამარჯვებები მოიპოვა. რასაც ვერ ვიტყვით “ვერდერზე”. ბრემენელებს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგიათ. თუმცა, მათი დამარცხებაც ჯერჯერობით შეუძლბელია. მესამე ტურის წინ “ვერდერი” 2 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
ბაიერნი – შტუტგარტი
მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე “შტუტგარტს” მიიღებს. რამდენიმე წლის წინ ამ გუნდების დაპირისპირება გაცილებით უფრო პრინციპული ხასიათის იყო, თუმცა “შტუტგარტი” მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძვის და მიუნხენელებიც სავარაუდოდ იოლ გამარჯვებას მოიპოვებენ.
სტუმრები მომავალ შეხვედრას არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდებიან. მესამე ტურის წინ “შტუტგარტის” აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა.
გასულ ტურში ვერც “ბაიერნმა” მოიგო. გვარდიოლას შეგირდებმა ქულები გელზენკირხენში დაკარგეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “შალკემ” “ბაიერნს” თამაშის წესების დარღვევით გაუთანაბრა.
ბორუსია – ფრაიბურგი
ბუნდესლიგის კიდევ ერთი ფავორიტი საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგს მიიღებს. სასტარტო მარცხის შემდეგ დორტმუნდელებმა მეორე ტურში მოიგეს და ხასიათიც გამოისწორეს.
ჯერჯერობით წარუმატებლად ასპარეზობს “ფრაიბურგი”, თუმცა პირველ ტურში მარცხის შემდეგ მეორე მატჩში ფრაიბურგელებმა ქულის აღება შესძლეს და ვინ იცის, იქნებ კიდევ მოახერხონ მარაგის შევსება.
გასულ სეზონში ორივე თამაში დორტმუნდელებმა მოიგეს. თუ სტუმრად “ბორუსიამ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე, საკუთარ მოედანზე კლოპის შეგირდებმა “ფრაიბურგს” 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.
აღნიშნული მატჩის წინ დორტმუნდელებმა შემადგნელობმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გერმანულ გუნდს კაგავა დაუბრუნდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები
12/09/14
ლევერკუზენი – ვერდერი
1 X 2
1.41 4.85 7.00
13/09/14
ბაიერნი – შტუტგარტი
1 X 2
1.20 7.50 14.50
დორტმუნდი – ფრაიბურგი
1 X 2
1.30 5.50 10.00
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი
1 X 2
2.45 3.45 2.75
ჰერტა – მაინცი
1 X 2
2.30 3.30 3.10
პადერბორნი – კიოლნი
1 X 2
3.00 3.30 2.40
გლადბახი – შალკე
1 X 2
2.35 3.40 3.00
14/09/14
აინტრახტი – აუგსბურგი
1 X 2
2.40 3.35 2.90
ჰანოვერი – ჰამბურგი
1 X 2
2.15 3.40 3.30