ბუნდესლიგა: მეშვიდე ტურის მიმოხილვა

თარიღი: ოქტომბერი 6, 2014

ბუნდესლიგის მორიგი ტური ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა და არც მოულოდნელი შედეგის გარეშე ჩაუვლია.

ბაიერნი – ჰანოვერი

“ჰანოვერი” მიუნხენს ქულის მოსაპოვებლად ესტუმრა. ეს მათი ტაქტიკიდანაც ჩანდა. სტუმრები “ბაიერნის” წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ხუთი მცველით თამაშობდნენ. თუმცა, მასპინძლებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. მეტიც, სახიფათო შეტევების დიდი ნაწილი სწორედ ცენტრალური ზონიდან შეიქმნა, რომელიც “ჰანოვერმა” საგანგებოდ გააძლიერა.

მიუნხენელებმა 3-4-3-ს მიმართეს. მოედნის ცენტრში “დირიჟორი” ფუნქციას ხაბი ალონსომ იტვირთა. სწორედ ესპანელი იწყებდა “ბაიერნის” თითქმის ყველა იერიშს.

მიუნხენელებმა გოლების გატანა პირველივე წუთებიდან დაიწყეს. საბოლოოდ ლევანდოვსკის და რობენის დუბლებით “ბაიერნმა” 4:0 იმარჯვა.

ბორუსია დ. – ჰამბურგი

შეხვედრის დებიუტშივე სტუმრებმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს, რის გამოც “ბორუსიას” საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდა. შეხვედრა თავიდანვე საკმაოდ უხეშად მიმდიანრეობდა, რაც ტემპის დაგდებას უწყობდა ხელს. ასეთი თამაშით რა თქმა უნდა უფრო “ჰამბურგმა” იხეირა. შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი 35-ე წუთზე ლასოგა გახდა.

დორტმუნდელების მეტოქის კართან ხიფათს მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ ქმნიდნენ და ისიც მატჩის დასკვნით ნაწილში. თუმცა, სტუმრებმა აღნიშნული ფაქტორიც სათავისოდ გამოიყენეს და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს.

გლადბახი – მაინცი

ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის გამართული ტურის უკანასკნელი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს და პირველი ნახევარიი საათის განმავლობაში გლადბახელები საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდნენ. თუმცა, 31-ე წუთზე მათ კარში დანიშნულმა საკამათო 11-მეტრიანმა ყველაფერი შეცვალა. “მაინცმა” ჰოფმანის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, რის შემდეგაც “გლადბახმა” ვერაფრის გაკეთება ვერ შესძლო.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

03/10/14

ჰერტა 3-2 შტუტგარტი
გოლები: ლეიტნერი 5′ (0:1); კალუ 22′ ; 64′ (2:1); ბირენსი 74′ (3:1); ვაგნერი 83′ (3:2)
1            X             2
2.35      3.30       3.00

04/10/14

ბაიერნი 4-0 ჰანოვერი
გოლები: ლევანდოვსკი 6′ ; რობენი 13′ ; ლევანდოვსკი 38′ ; რობენი 79′
1            X             2
1.17     7.70      20.00

დორტმუნდი 0-1 ჰამბურგი
გოლი: ლასოგა 35′
1            X             2
1.40     4.85         7.20

ლევერკუზენი 2-2 პადერბორნი
გოლები: კოცი 20′ (0:1); ბენდერი 42′ (1:1); სტოპელკამპი 87′ (1:2); ბელარაბი 90′ (2:2)
1               X               2
1.40        4.85           7.15

ჰოფენჰაიმი 2-1 შალკე
გოლები: ელიონუსი 13′ (1:0); სზალაი 29′ (2:0); ჰუნტელაარი 83′ (2:1)
1            X             2
2.35     3.45      2.90

ვერდერი 1-1 ფრაიბურგი
გოლები: დარიდა 8′ (0:1); დი სანტო 31′ (1:1)
1            X             2
2.50      3.40      2.75

აინტრახტი 3-2 კიოლნი
გოლები: რისე 15′ (0:1); მეიერი 44′ ; 54′ (2:1); ჰეკტორი 65′ (2:2); ვიმერი 79′ (3:2)
1            X             2
2.45     3.25        2.90

05/10/14

ვოლფსბურგი 1-0 აუგსბურგი
გოლი: ნალდო 58′
1              X               2
1.85       3.65          4.05

გლადბახი 1-1 მაინცი
გოლები: კრუზე 15′ (1:0); ჰოფმანი 31′ (1:1)
1            X             2
1.93     3.65        3.75

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნიკოლო ბარელა: “ინტერმა” დაამტკიცა, რომ “მილანზე” ძლიერია”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Inter vs Milan | Zlatan Ibrahimovic (RED CARD) 59' pic.twitter.com/WOuLZ8sxO7 — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი – პირველად ქართულ ფეხბურთში!

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” პირველი საფეხბურთო აკადემია გახდა საქართველოში, სადაც ყველა ბავშვი გადასახადისგან გათავისუფლდა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო IBRAHIMOVIC OUVRE LE SCORE !! #InterMilan pic.twitter.com/wVxqpF30I9 — Le Football en VOD XX […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოდან” 5 ფეხბურთელი წავიდა

ქუთაისის “ტორპედოდან”, ოფიციალური ინფორმაციით, 5 ფეხბურთელი წავიდა. გიორგი ფანცულაია (ბათუმის დინამო), გიორგი ჯანელიძე (თელავი), სოსო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა დატოვა

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა ვაგნერ გონსალვესმა დატოვა. გონსალვეში კარიერას უკრაინულ “დნიპრო-1-ში” გააგრძელებს, რომელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: თომას ტუხელი “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დაინიშნა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ოჯახის წევრებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. ამ ინფორმაციას “კანალ +”-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

25 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პორტუ” სტუმრად “ფარენსეს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიში” დანიშვნამდე – რას წარმოადგენს “გერმანელი პროფესორი”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლოდნონის “ჩელსიში” ფრენკ ლამპარდის აწ უკვე ყოფილ სავარძელს ტომას ტუჰელი დაიკავებს. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარსელონას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის ფინანსური ანგარიშის საბუთები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს კორონავირუსის პანდემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე, შესაძლოა, “ლივერპულში” აღმოჩნდეს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები მბაპეს გარშემო მიმდინარე მოვლენებს წყნარად აკვირდებიან. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოიესის გაფრთხილება: “მის შესაძენად ინგლისის ბანკის ფული არ გეყოფათ”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, იხუმრა, რომ “ჩელსის” ინგლისისა და შოტლანდიის ბანკებში არსებული თანხაც [&helli...
წაკითხვა