ბუნდესლიგა: მეშვიდე ტურის პრევიუ
ბუნდესლიგის მორიგი ტური სტარტს ტრადიციულად პარასკევს გასამართი მატჩით აიღებს. შაბათ-კვირას კი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას შემოგვთავაზებს.
ბაიერნი – ჰანოვერი
მოსკოვში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” საშინაო ასპარეზზე მშობლიური ჩემპიონატის მატჩით ბრუნდება. მოახლოვებულ ტურში გვარდიოლას გუნდს “ჰანოვერი” ესტუმრება, რომელმაც ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო.
ჰანოვერელებმა 6 ტურის შემდეგ 10 ქულას მოუყარეს თავი და მეექვსე პოზიციაზე გამაგრდნენ. თუმცა, გასულ უიქენდზე კორკუტის გუნდი შტუტგარტში დამარცხდა და “ბაიერნს” კარგ განწყობაზე არ ესტუმრება.
ასე რომ, მიუნხენელებს მორიგი წარმატების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, დაღლილობა გახდეს.
ბორუსია დ. – ჰამბურგი
“სიგნალ იდუნა პარკზე” სეზონის სტარტის ორი წარუამტებელი გუნდი შეხვდება ერთმანეთს. მართალია, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგი შედეგები აქვთ, თუმცა ეს საშინაო საპარეზზე არ აისახება.
კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგის უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. გასულ უქმეებზე კი მთავარ იდეოლოგიურ მეტოქესთან, “შალკესთან” დამარცხდნენ.
კიდევ უფრო საგანგაშო ვითარებაა “ჰამბურგში”, სადაც ჯერჯერობით ვერც სამწვრთნელო ცვლილება ამართლებს. ჰამბურგელების აქტივში ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულაა.
გლადბახი – მაინცი
კვირას გასამართი ლიდერთა ჯგუფში აღმოჩენილი გუნდების დაპირისპირებაც ასევე დიდ ინტერეს იწვევს. კარგი სტარტის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა და ამდენივე პოზიციაა. ასე რომ, შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია.
გასულ სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში უპირატესობა გლადბახელთა მხარესაა. ფავრის შეგირდებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს, ხოლო მაინცში გამართული დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
03/10/14
ჰერტა – შტუტგარტი
1 X 2
2.35 3.30 3.00
04/10/14
ბაიერნი – ჰანოვერი
1 X 2
1.17 7.70 20.00
დორტმუნდი – ჰამბურგი
1 X 2
1.40 4.85 7.20
ლევერკუზენი – პადერბორნი
1 X 2
1.40 4.85 7.15
ჰოფენჰაიმი – შალკე
1 X 2
2.35 3.45 2.90
ვერდერი – ფრაიბურგი
1 X 2
2.50 3.40 2.75
აინტრახტი – კიოლნი
1 X 2
2.45 3.25 2.90
05/10/14
ვოლფსბურგი – აუგსბურგი
1 X 2
1.85 3.65 4.05
გლადბახი – მაინცი
1 X 2
1.93 3.65 3.75