ბუნდესლიგა: მეთორმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს.
ბაიერნი – ჰოფენჰაიმი
მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” უმასპინძლებს. სტუმრებმა კარგი სტარტის შემდეგ უკანასკნელ ორ ტურში ორი მარცხი იწვნიეს და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩნენ. დიდი ალბათობით, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ “ჰოფენჰაიმის” მარცხიანი სერია სამ მატჩამდე გაიზარდება. მიმდინარე სეზონში მიუნხენელებს გერმანიაშიც და ევროპაშიც ერთეულები თუ უწევენ ღირსეულ წინააღმდეგობას.
შალკე – ვოლფსბურგი
მიუნხენელთა მთავარი მდევარი მოახლოებულ ტურში გელზენკირხენს ეწვევა, სადაც ურთიერთობას “შალკესთან” გაარკვევს.
დი მატეოს შეგირდები რამდენიმე ტურია ვერ ახერხებენ ზედიზედ ორჯერ დადებითი შედეგის დაფიქსირებას. ამ კანონზომიერების გათვალისწინებით “შალკეს” მოახლოებულ ტურში მოგების დრო აქვს. თუმცა, საკმაოდ კარგ სათამაშო კონდიციებში მყოფ “ვოლფსბურგთან” ეს იოლი საქმე ნამდვილად არაა.
პადერბორნი – დორტმუნდი
სანაკრებო პაუზამდე მოპოვებული ნანატრი გამარჯვების შემდეგ დორტმუნდის “ბორუსია” ქულების მარაგის შევსებას პადერნბორში ეცდება.
ბუნდესლიგის დებიუტანტმა გათამაშება კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს მათი მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. დორტმუნდში კი იმედოვნებენ, რომ “გლადბახთან” მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედებს, რაც დადებითი შედეგების წინაპირობა გახდება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტეიბი:
22.11 | 18:30 | ბაიერნი | 1.20 | 8.00 | 15.00 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
22.11 | 18:30 | შალკე 04 | 3.30 | 3.45 | 2.20 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
22.11 | 18:30 | გლადბახი | 1.47 | 4.50 | 6.85 | აინტრახტი | დაწვრილებით | |
22.11 | 18:30 | მაინცი | 2.25 | 3.30 | 3.30 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
22.11 | 18:30 | ჰანოვერ 96 | 3.60 | 3.50 | 2.05 | ლევერკუზენის | დაწვრილებით | |
22.11 | 18:30 | პადერბორნი | 6.40 | 4.40 | 1.50 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
23.11 | 18:30 | ჰამბურგი | 2.00 | 3.45 | 3.85 | ვერდერი | დაწვრილებით | |
24.11 | 21:30 | კიოლნი | 2.25 | 3.25 | 3.35 | ჰერტა | დაწვრილებით | |
23.11 | 20:30 | შტუტგარტი | 2.60 | 3.25 | 2.85 | აუგსბურგი | დაწვრილებით |