ბუნდესლიგა: პირველი ტურის ანონსი
დღეს, მიუნხენში “ბაიერნისა” და “ვოლფსბურგის” დაპირისპირებით ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის აიღებს სტარტს.
ბაიერნი – ვოლფსბურგი
ტურის პირველი და ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება. ოთხი წლის წინ ბუნდესლიგა სწორედ ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. მაშინ გამარჯვება მიუნხენელბს დარჩათ, რომლებმაც მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
წლევანდელი სეზონი ორივე გუნდმა გერმანიის თასისი გათამაშებით გახსნა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს. თუმცა, სეზონის სტარტზე საკადრო პრობლემები “ბაიერნსაც” და “ვოლფსბურგსაც” შეექმნათ. გვარდიოლას დისკვალიფიცირებული ბოატენგი, ასევე ტრავმირებული რაფინია, მარტინესი და შვაინშტაიგერი დააკლდებიან.
პრობლემები არც დიტერ ჰეკინგს აკლია. ტრავმირებული ბენალიოს გარდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის ლუის გუსტავოს თამაშიც. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ახალწვეული სებასტიან იუნგი, რომელიც ტრეშის და ოხსის არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს.
ჰანოვერი – შალკე
“ჰანოვერისა” და “შალკეს” მატჩები ყოველთვის გატანილი გოლების გარანტიას იძლევა. ამ გუნდების შეხვედრა ნულოვანი ფრით ჯერჯერობით არ დასრულებულა.
სათასო დაპირისპირებებში გუნდება განსხვავებული შედეგები აჩვენეს. “ჰანოვერმა” საკუთარი მატჩი დამაჯერებლად, 3:1 მოიგო, ხოლო “შალკე” დრეზდენის “დინამოსთან” დამარცხდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეც დაკარგა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშიათ გუნდის ლიდერებს დრაქსლერს და ჰიოვედეს. “ჰანოვერთან” მათი მოედანზე გამოჩენა ეჭვს არ იწვევს.
დორტმუნდი – ლევერკუზენი
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი იურგენ კლოპი დებიუტანდ როჯერ შმიდტს მასპინძლლობს.
რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ “ბორუსიამ” ახალწვეულები ფაქტობრივად ყველა რგოლში დაიმატა და შემადგნელობაც დააბალანსა. სეზონის სტარტს გუნდში დარჩენილი ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში ხვდებიან.
“ლევერკუზენში” “ზალცბურგიდან” მოსულმა როჯერ შმიდტმა უკვე მოასწრო ორი წარმატებული მატჩის ჩატარება. გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში ლევერკუზენელებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. “ლევერკუზენმა” სატრასნფერო ბაზარზეც იაქტიურა და დრმიჩის, ჩალხანოღლუს და იურჩენკოს სახით საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
22/08/14
ბაიერნი – ვოლფსბურგი
1 X 2
1.30 6.00 9.00
23/08/14
ჰოფენჰაიმი – აუჰსბურგი
1 X 2
1.97 3.55 3.80
ჰანოვერი – შალკე
1 X 2
3.05 3.25 2.40
აინტრახტი – ფრაიბურგი
1 X 2
2.12 3.40 3.50
ჰერტა – ვერდერი
1 X 2
2.02 3.50 3.85
კიოლნი – ჰამბურგი
1 X 2
2.28 3.35 3.20
დორტმუნდი – ლევერკუზენი
1 X 2
1.63 4.10 5.35
24/08/14
პადერბორნი – მაინცი
1 X 2
2.90 3.25 2.50
გლადბახი – შტუტგარტი
1 X 2
2.00 3.45 3.85