ბუნდესლიგის აკრძალვები: ლიფტის ღილაკები, დისტანცია და უარი სექსზე

თარიღი: აპრილი 30, 2020

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სეზონის განახლებისთვის სერიოზულად ემზადება. ბუნდესლიგის გაგრძელების სავარაუდო თარიღად 9 მაისია დასახელებული, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამთ.

იმისათვის, რომ სეზონის განახლების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო გაეხადათ, ბუნდესლიგის მეთაურებმა საკმაოდ მკაცრი და კონკრეტული პროტოკოლი შეიმუშავეს. გთავაზობთ რამდენიმე აკრძალვასა და რეკომენდაციას აღნიშნული პროტოკოლიდან.


სახლში 


  • მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სახლიდან გასვლისგან.
  • მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სახლში სტუმრების მიღებისგან.
  • თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.
  • თუ პარტნიორს სიმპტომები აღენიშნება  – თავი შეიკავეთ კოცნისგან და უარი თქვით სექსზე. გამოიყენეთ ჰიგიენის დაცვისა და თავის მოვლის სხვადასხვა ნივთები.

    ბაზაზე 


  • მაქსიმალურად აარიდეთ თავი დახურულ სივრცეში თავშეყრას.
  • დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია შეკრებისას.
  • საკვები სახლიდან მოიტანეთ.
  • ფეხბურთელებმა თავად უნდა დაამუშავონ ფორმები და ბუცები სპეციალური ხსნარით.
  • შხაპი მიიღეთ საკუთარ სახლებში.

    სასტუმროში


  • ყველა ფეხბურთელი დაიკავებს ერთ სართულს საერთო ლიფტით.
  • ლიფტის ღილაკებს ხელი დააჭირეთ მხოლოდ ხელთათმანებისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
  • არანაირი მომსახურეობა ნომერში.
  • ნომრებში მომარაგებული უნდა იყოს ნიღბები და ხელთათმანები.

    მატჩამდე 


  • მატჩის დღეს სტადიონზე მაქსიმუმ 322 ადამიანი უნდა იმყოფებოდეს.
  • მაქსიმუმ 100 ადამიანი თითო ზონაში (იგულისხმება ტრიბუნები).
  • ფეხბურთელები სტადიონზე განსხვავებულ დროს, განსხვავებული ტრანსპორტით მივლენ.
  • ავტობუსში გუნდის ყველა წევრს უნდა ეკეთოს ნიღაბი.
  • მასპინძლები სტადიონზე თავიანთი მანქანებით უნდა მივიდნენ.
  • სტადიონზე მყოფ ყველა ადამაიანს გაუზომავენ ტემპერატურას.

    გასახდელში და მოედანზე გასვლისას


  • გასახდელში კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს, დისტანცია – დაცული.
  • ძირითადის და სათადარიგოს ფეხბურთელები ცალკე გამოიცვლიან.
  • გუნდები გვირაბში ერთდროულად არ გაივლიან.
  • ფეხბურთელები მოედანზე ბავშვების გარეშე გავლენ.
  • სამედიცინო პერსონალი ნიღბებით იმუშავებს.

    მოედანზე


  • ფეხბურთელები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით არ მიესალმებიან.
  • გუნდები საერთო ფოტოს არ გადაიღებენ.
  • სათადარიგოთა სკამზე მსხდომნი 2-მეტრიან დისტანციას დაიცავენ.

    მატჩის შემდეგ


  • მიქს-ზონაში კომენტარების გაკეთება არ მოხდება.
  • პრესკონფერენციები ჩატარდება ვირტუალურად.
  • ტელევიზიის წარმომადგენლები ნიღბებით იმუშავებენ.

    ტესტები


  • ფეხბურთელებს მინიმუმ ერთი ტესტი ჩაუტარდებათ კვირაში – მატჩის დღესთან რაც შეიძლება ახლოს.
  • ტესტის შედეგი მატჩამდე უნდა იყოს ცნობილი.
  • სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში ფეხბურთელი მკარცრ თვითიზოლაციაში უნდა იყოს 2 კვირის მანძილზე.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე

26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორდალასი: “მამარდაშვილი კარგია, მაგრამ…”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის, სილესენისა და სხვა მეკარეების მდგომარეობაზე ისაუბრა. “სილესენი კარგად...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ხელმძღვანელობდა მოურინიო გუნდს გაძევების შემდეგ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (0:0) 82-ე წუთზე დედაქალაქელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” “ბარსელონას” ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

“ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი მესვეურები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე ხმაურიანი ტრანსფერების აუცილებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაიკ რიჩარდსი: “ინდივიდუალისტების გუნდია, ყველას ვარსკვლავობა უნდა და არა სირბილი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე ინგლისური გრანდი არაერთმა სახელოვანმა პირმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედს” ულტიმატუმს უყენებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებიან ოლე გუნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოფია პრიჩინა – ულამაზესი უკრაინელი მსაჯი (ფოტო)

სოფია პრიჩინა უკრაინელი არბიტრია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო დივიზიონების მატჩებში მუშაობს....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულთან” განადგურების შემდეგ ვან დე ბეეკი მარტო ვარჯიშობდა (ვიდეო)

ოლე გუნარ სულშერის მიერ დაწუნებული ნიდერლანდელი ტალანტი, დონი ვან დე ბეეკი, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანს აქტიურად აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუიოლი: “ჩავის “ბარსას” გაწვრთნის შანსი მიეცემა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა. “დღესდღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანრი მესის პრობლემებზე: “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია”

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის პრობლემებზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჯერ კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “პოგბა ქაოსს იწვევს! არაფერი დაგვაკლდება, თუ საერთოდ აღარ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა....
წაკითხვა