ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ჰამბურგის” წარუმატებელი სეზონი, გიოტცეს არშემდგარი ჰეთ-თრიკი, გადარჩენილი “შტუტგარტი” და “შალკეს” წარმატებული ახალგაზრდები ბუნდესლიგის 33-ე ტურის მიმოხილვაში.
ბაიერნის მორიგი რეკორდი
ჩემპიონები ჰამბურგში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ კლუბს ბუნდესლიგაში გადათამაშების გარეშე დარჩენის შანსი მოუსპეს. ჩემპიონატის საუკეთესო შეტევისა და ყველაზე სუსტი დაცვის დაპირისპირება რა თქმა უნდა დიდი ანგარიშით დასრულდა.
გამარჯვებაში დიდი როლი მარიო გიოტცემ ითამაშა, რომელიც მიუნხენელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. სწორედ მისი ზუსტი დარტყმების წყალობით “ბაიერნმა” სტუმრად გატანილი გოლების ახალი რეკორდი დაამყარა. “რეკორდმაისტერმა” გასვლით მატჩებში 46-ჯერ მაოხერხა მეტოქეების დამწუხრება. გიოტცეს ჰეტ თრიკის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა ერთი გოლი მას მიულერმა “მოპარა”.
“ჰამბურგი” კი, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. საუკეთესო შემთხვევაში სლომკას გუნდს პლეი-აუტის მატჩები ელის. თუმცა, ასევე არსებობს ბუნდესლიგიდან პირდაპირი გავარდნის საკმაოდ დიდი რისკიც. ასეთი რამ, “ჰამბურგის” ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.
შტუტგარტი აგებს და ბუნდესლიგაში რჩება
გასულ ტურში “შტუტგარტი” საშინაო ასპარეზზე “ვოლფსბურგთან” დამარცხდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მიუხედავად, მატჩის წინა ღამეს სასტუმროში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტისა, კევინ დე ბრიუინე, რიკარდო როდრიგესი და ივიცა ოლიჩი მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. საქმე იმაშია, რომ სასტუმროში, სადაც “ვოლფსბურგი” იყო დაბინავებული სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო და მოთამაშეებს მშვიდად ძილის საშუალება არ მიეცათ. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხსენებულ ფაქტს მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხენია.
გადამწყვეტი ბურთი ივიცა ოლიჩმა გაიტანა, თუმცა ამას “შტუტგარტი” არ დაუმწუხრებია. კონკურენტების მარცხის გამო ჰუბ სტევენსის გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩნება ოფიციალურად მოახერხა.
შალკეს აქტიური ახალგაზრდები
“შალკე” მესამე პოზიციაზე მყარად დაფიქსირდა და მიუხედავად “ფრაიბურგის” მცდელობებისა არც გასულ ტურში დამარცხა.
მასპინძლები ბევრს და საკმაოდ აგრესიულადაც უტევდნენ, რასაც “შალკემ” ორი ზუსტი გასროლით უპასუხა.
მე-13 წუთზე თავი 19 წლის კაანა აიჰანმა გამოიჩინა. ეს ახალგაზრდა მცველის პირველი გოლი იყო. 65-ზე კი, საბოლოო ანგარიში კლას იან ჰუნტელარმა დააფიქსირა.
03/05/14
გოლები: რობერტო ფირმინიო 5′ (0:1); გროსკროიცი 29′ (1:1): მხიტარიანი 31′ (2:1); პიშჩეკი 34′ (3:1); სულე 66′ (3:2)
გოლები: სტრანცი 22′ (1:0); კრუზე 54′ (2:0); ჩუპო-მოტინგი 65′ (2:1); კრამერი 77′ (3:1)
გოლები: დე ბრუინე 13′ (0:1); გენტნერი 62′ (1:1); ოლიჩი 90′ (1:2)
გოლები: ჰანტი 49′ ; 90′
გოლები: ჰუსტი 5′ ; შმაიდებახი 51′
გოლები: აიგანი 13′ ; ჰუნტელარი 65′
გოლები: გიოტცე 32′ (0:1); მიულერი 55′ (0:2); გიოტცე 69′ (0:3); ჩალჰანოღლუ 72′ (1:3); პიზარო 75′ (1:4)
გოლი: ბობადილია 90′
გოლები: კასტრო 27′ ; კანი 36′