ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნის” გამარჯვება გლადბახში, ბლაშიკოვსკის ტრავმა და “ლევერკუზენის” მორიგი მარცხი ბუნდესლიგის განახლებულ გათამაშებაში.
ცვლილებების გარეშე
2014 წლის პირველ გერმანულ ტურში უცვლელი დარჩა “ბაიერნის” მძლავრი თამაში. რიბერის, რობენის, შვაინშტაიგერისა და მანჯუკიჩის გარეშე მოთამაშე მუნხენელებმა “გლადბახს” იოლად გაუმკლავდნენ. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ მანჯუკიჩი განაცხადიდან პირადი გადაწყვეტილებით ამოიღო, რაც მისი ცუდი სათამაშო ფორმით ახსნა. ლევანდოვსკის ტრანსფერის მოლოდინში, კი ეს ეჭვს იწვევს, რომ “ბაიერნში” მანჯუკიჩის დღეები დათვლილია.
ბავარიელებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნეს. მეშვიდე წუთზე თავი გიოტცემ გამოიჩინა. 53-ე წუთზე კი პენლატიდან თომას მიულერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და “ბაიერნმა” ლიდერობა გაიმყარა.
დაკარგული ქულები და ფეხბურთელი
დორტმუნდის “ბორუსიამ” 2014 წელი უიღბლოდ დაიწყო. საკუთარ მოედანზე “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში “ბორუსიამ” 2 ქულასთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იაკუბ ბლაშივსკიც დაკარგა. პოლონელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მისთვის სეზონი დასრულებულია.
თუმცა, ყველაფერი კარგად იწყებოდა.. მეხუთე წუთზე ბენდერმა როისის გადაცემა გამოიყენა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მაგრამ, უკვე მეექვსე წუთზე კლოპს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა და ბლაშიკოვსკის ნაცვლად მოედანზე ობამეიანგი გამოვიდა.
პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. 56-ე წუტზე ბენდერმა კვლავ გაინტანა, თუმცა ამჯერად საკუთარ კარში და ანგარიშიც გათანაბრდა.
დორტმუნდს სტატუს-კვოს აღსადგენად ზუსტად 10 წუთი დასჭირდა. ნური შაჰინმა შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და “სიგნალ-იდუნა-პარკზე” შეკრებილ 80 ათას მაყურებელს გამარჯვების იმედი ჩაუსახა, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა “აუგსბურგის” კორეელი ლეგიონერი დონგ ვონ ჯი და 72-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლევერკუზენის წარუმატებელი სერია
2013-ში დაწყებული წარუმატებელი სერია “ლევერკუზენმა” 2014 წლის პირველ ოფიციალურ მატჩშიც გააგრძელა. აუტსაიდერ “ფრაიბურგთან” განცდილი მარცი ფარმაცევტებისთვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ჰიიპიას ფეხბურთელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული კლაუსის გოლით ფრაიბურგელებმა ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვეს და გასავარდნი ზონიდანაც ამოვიდნენ.
24/01/14
გლადბახი 0-2 ბაიერნი
გოლები: გიოტცე 7′ ; მიულერი 53′
25/01/14
დორტმუნდი 2-2 აუგსბურგი
გოლები: ბენდერი 5′ (1:0); ბენდერი 56′ (ს.კ. 1:1); ნური შაჰინი 66′ (2:1); დონგ-ვონ ჯი 72′ (2:2)
შტუტგარტი 1-2 მაინცი
გოლები: აბდელაოე 11′ (1:0); ოკაზაკი 39′ (1:1); სალერი 87′ (1:2)
ვოლფსბურგი 1-3 ჰანოვერი
გოლები: რუდნევსი 28′ (0:1); ოლიჩი 35′ (1:1); ბიტენკორტი 50′ ; 72′ (1:3)
ნიურნბერგი 4-0 ჰოფენჰაიმი
გოლები: ჩანდლერი 24′ ; დრმიჩი 42′ ; გინცსეკი 49′ ; დრმიჩი 70′
ფრაიბურგი 3-2 ლევერკუზენი
გოლები: ბენდერი 4′ (0:1); მეჰმედი 27′ (1:1); როლფესი 35′ (1:2); შმიდი 53′ (2:2); კლაუსი 90′ (3:2)
აინტრახტი 1-0 ჰერტა
გოლი: მეიერი 36′
26/01/14
ვერდერი 0-0 ბრაუნშვაიგი
ჰამბურგი 0-3 შალკე
გოლები: ჰუნტელაარი 34′ ; ფარფანი 53′ ; მეიერი 56′