ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნის” მდევრებმა წარუმატებელი სერია შეწყვიტეს, “ჰამბურგი” კი უკან მიდის. ბუნდესლიგის მე-19 ტურის მთავარი მოვლენები ჩვენს მიმოხილვაში.
ობამეიანგი მოქმედებაში
იაკუბ ბლაშკოვსკის ტრავმამ “ბორუსიას” ძირითად შემადგენლობაში პიერ-ემენიკე ობამეიანგს გაუხსნა გზა. გაბონელმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. რა თქმა უნდა ობამეიანგი ბლაშიკოვსკის კლასის მოთამაშე არ არის და პოლონელს ბევრ რამეში ჩამორჩება, მაგრამ პიერს თავისი პლიუსებიც აქვს. პირველ რიგში ეს სისწრაფე და მომენტების რეალიზაციაა.
“ბრაუნშვაიგთან” “ბორუსიას” თამაში ონდავ განსხვავებულია. თვალში საცემი იყო ლევანდოვსკის მოქმედებები, რომელიც დაცვას ძალიან ხშირად ეხმარებოდა და შეტევებსაც სიღრმიდან იწყებდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთი იერიშის დროს პოლონელმა იბამეიანგს გაატანინა.
“ბორუსიას” თამაშის უარყოფითი მომენტებიდან კვლავ დაცვაა აღსანიშნვაი. უკვე მეათე მატჩია ვაიდენფელერი კარს მშრალად ვერ ინახავს. ჰუმელსის დაბრუნებამ ოდნავ კი გამოასწორა სიტუაცია, მაგრამ სტანდარტების დროს დორტმუნდელების საჯარიმოში პანიკა იწყებოდა.
გოლი დორტუმნდელთა კარში სწორედ სტანდარტს მოჰყვა. კესელმა შემდეგ გაიტანა. თუმცა, ობამეიანგმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. გაბონელმა როისის პასი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კისლინგს “შტუტგარტი” უყვარს
“შტუტგარტი” შტეფან კისლინგის საყვარელი გუნდია. “ლევერკუზენის” ფორვარდმა საკუტარი გოლების თითქმის მეათედი სწორედ შტუტგარტელების კარში გაიტანა. გამონაკლისი არც მე-19 ტური ყოფილა. 2014-ში “შტუტგარტის” ყველა მატჩი ერთნაირი სცენარით ვითარდება. შნაირედის გუნდი აუცილებლად ხსნის ანგარიშს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს.
სტუმრებმა გოლი მე-12 წუთზე, ლეიტნერის ძალებით გაინტანეს, თუმცა კისლინგმა 26-ზე გაათანაბრა და გუნდებიც შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. გადამწყვეტი უპირატესობა “ლევერკუზენმა” მატჩის ბოლო, 84-ე წუთზე მოიპოვეს, როდესაც გამარჯვების გოლი ერენ დერდიოკმა გაიტანა.
არდადეგების შედეგები
შესვენების შემდეგ მეორე ტური გაიმართა და ასპროცენტიანი შედეგი ხუთ გუნდს, “შალკეს”, “ბაიერნს”, “ჰანოვერს”, “ნიურნბეგსა” და “მაინცს” აქვთ.
“მაინცში” ორი კორეელი გამოირჩევა, რაც ესრთგვარ ბუნდესლიგურ ტრენდად ყალიბდება. შესვენების შემდეგ გამოცოცხლდა “ნიურნბერგიც”, რომელმაც “ჰოფენჰაიმთან” ტრიუმფს “ჰერტასთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვება დაუმატეს. აღნიშნულ შეხვედრაში, მორიგი გოლები გაიტანა ახალგაზრდა შვეიცარელმა, იოსიპ დრმიჩმა, რომელიც ნიურნებრელებმა “ციურიხიდან” შეიძინეს. დრმიჩი “აუგსბურგელ” ანდრე ჰანთან ერთად ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენად უნდა ჩავთვალოთ. ჰანის მორიგი მსხვეპრლი გასულ ტურში “ვერდერი” იყო. უნდა ითქვას, რომ ბრემენელები 2014-ში ძალიან ცუდად გამოიყურებიან და “ჰამბურგთან” ერთად გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატებად ითვლებიან. ამის თქმა განსაკუთრებით “ჰამბურგზე” შეიძება, რომელიც “ჰოფენჰაიმთან” გამართულ მატჩში ძალზედ უსუსურად გამოიყურებოდა.
31/01/14
ბრაუნშვაიგი 1-2 ბორუსია
გოლები: ობამეიანგი 31′ (0:1); კესელი 54′ (1:1); ობამეიანგი 65′ (1:2)
01/02/14
შალკე 2-1 ვოლფსბურგი
გოლები: ფელიპე სანტანა 9′ (1:0); არნოლდი 65′ (1:1); ბოატენგი 81′ (2:1)
ლევერკუზენი 2-1 შტუტგარტი
გოლები: ლეიტნერი 12′ (0:1); კისლინგი 26′ (1:1); დერდიოკი 84′ (2:1)
ჰოფენჰაიმი 3-0 ჰამბურგი
გოლები: ფირმინიო 4′ ; სულე 44′ ; ბეკი 61′
მაინცი 2-0 ფრაიბურგი
გოლები: პარკი 24′ ; კოო 86′
აუგსბურგი 3-1 ვერდერი
გოლები: კალსენ-ბრაკერი 3′ (ს.კ. 0:1); ვერნერი 11′ (1:1); ჰალილ ალტინტოპი 49′ (2:1); ჰანი 55′ (3:1)
ჰანოვერი 3-1 გლადბახი
გოლები: რუდნევსი 57′ (1:0); დიუფი 82′ (2:0); მლაპა 84′ (2:1); დიუფი 90′ (3:1)
02/02/14
ჰერტა 1-3 ნიურნბერგი
გოლები: რამოსი 4′ (1:0); ფოილნერი 20′ (1:1); დრმიჩი 68′ ; 90′ (3:1)
ბაიერნი 5-0 ფრანკფურტი
გოლები: გიოტცე 12′ ; რიბერი 44′ ; რობენი 57′ ; დანტე 69′ ; მანჯუკიჩი 89′