ბუნდესლიგის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 3, 2014

“ბაიერნის” მდევრებმა წარუმატებელი სერია შეწყვიტეს, “ჰამბურგი” კი უკან მიდის. ბუნდესლიგის მე-19 ტურის მთავარი მოვლენები ჩვენს მიმოხილვაში. 

 

ობამეიანგი მოქმედებაში

იაკუბ ბლაშკოვსკის ტრავმამ “ბორუსიას” ძირითად შემადგენლობაში პიერ-ემენიკე ობამეიანგს გაუხსნა გზა. გაბონელმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. რა თქმა უნდა ობამეიანგი ბლაშიკოვსკის კლასის მოთამაშე არ არის და პოლონელს ბევრ რამეში ჩამორჩება, მაგრამ პიერს თავისი პლიუსებიც აქვს. პირველ რიგში ეს სისწრაფე და მომენტების რეალიზაციაა.
“ბრაუნშვაიგთან” “ბორუსიას” თამაში ონდავ განსხვავებულია. თვალში საცემი იყო ლევანდოვსკის მოქმედებები, რომელიც დაცვას ძალიან ხშირად ეხმარებოდა და შეტევებსაც სიღრმიდან იწყებდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთი იერიშის დროს პოლონელმა იბამეიანგს გაატანინა.
“ბორუსიას” თამაშის უარყოფითი მომენტებიდან კვლავ დაცვაა აღსანიშნვაი. უკვე მეათე მატჩია ვაიდენფელერი კარს მშრალად ვერ ინახავს. ჰუმელსის დაბრუნებამ ოდნავ კი გამოასწორა სიტუაცია, მაგრამ სტანდარტების დროს დორტმუნდელების საჯარიმოში პანიკა იწყებოდა.
გოლი დორტუმნდელთა კარში სწორედ სტანდარტს მოჰყვა. კესელმა შემდეგ გაიტანა. თუმცა, ობამეიანგმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. გაბონელმა როისის პასი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

კისლინგს “შტუტგარტი” უყვარს

“შტუტგარტი” შტეფან კისლინგის საყვარელი გუნდია. “ლევერკუზენის” ფორვარდმა საკუტარი გოლების თითქმის მეათედი სწორედ შტუტგარტელების კარში გაიტანა. გამონაკლისი არც მე-19 ტური ყოფილა. 2014-ში “შტუტგარტის” ყველა მატჩი ერთნაირი სცენარით ვითარდება. შნაირედის გუნდი აუცილებლად ხსნის ანგარიშს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს.
სტუმრებმა გოლი მე-12 წუთზე, ლეიტნერის ძალებით გაინტანეს, თუმცა კისლინგმა 26-ზე გაათანაბრა და გუნდებიც შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. გადამწყვეტი უპირატესობა “ლევერკუზენმა” მატჩის ბოლო, 84-ე წუთზე მოიპოვეს, როდესაც გამარჯვების გოლი ერენ დერდიოკმა გაიტანა.

 

არდადეგების შედეგები

შესვენების შემდეგ მეორე ტური გაიმართა და ასპროცენტიანი შედეგი ხუთ გუნდს, “შალკეს”, “ბაიერნს”, “ჰანოვერს”, “ნიურნბეგსა” და “მაინცს” აქვთ.
“მაინცში” ორი კორეელი გამოირჩევა, რაც ესრთგვარ ბუნდესლიგურ ტრენდად ყალიბდება. შესვენების შემდეგ გამოცოცხლდა “ნიურნბერგიც”, რომელმაც “ჰოფენჰაიმთან” ტრიუმფს “ჰერტასთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვება დაუმატეს. აღნიშნულ შეხვედრაში, მორიგი გოლები გაიტანა ახალგაზრდა შვეიცარელმა, იოსიპ დრმიჩმა, რომელიც ნიურნებრელებმა “ციურიხიდან” შეიძინეს. დრმიჩი  “აუგსბურგელ” ანდრე ჰანთან ერთად ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენად უნდა ჩავთვალოთ.  ჰანის მორიგი მსხვეპრლი გასულ ტურში “ვერდერი” იყო. უნდა ითქვას, რომ ბრემენელები 2014-ში ძალიან ცუდად გამოიყურებიან და “ჰამბურგთან” ერთად გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატებად ითვლებიან. ამის თქმა განსაკუთრებით “ჰამბურგზე” შეიძება, რომელიც “ჰოფენჰაიმთან” გამართულ მატჩში ძალზედ უსუსურად გამოიყურებოდა.

 

31/01/14

ბრაუნშვაიგი 1-2 ბორუსია

ოლები: ობამეიანგი 31′ (0:1); კესელი 54′ (1:1); ობამეიანგი 65′ (1:2)

01/02/14

შალკე 2-1 ვოლფსბურგი

ოლები: ფელიპე სანტანა 9′ (1:0); არნოლდი 65′ (1:1); ბოატენგი 81′ (2:1)

ლევერკუზენი 2-1 შტუტგარტი

ოლები: ლეიტნერი 12′ (0:1); კისლინგი 26′ (1:1); დერდიოკი 84′ (2:1)

ჰოფენჰაიმი 3-0 ჰამბურგი

ოლები: ფირმინიო 4′ ; სულე 44′ ; ბეკი 61′ 

მაინცი 2-0 ფრაიბურგი

ოლები: პარკი 24′ ; კოო 86′

აუგსბურგი 3-1 ვერდერი

ოლები: კალსენ-ბრაკერი 3′ (ს.კ. 0:1); ვერნერი 11′ (1:1); ჰალილ ალტინტოპი 49′ (2:1); ჰანი 55′ (3:1)

ჰანოვერი 3-1 გლადბახი

ოლები: რუდნევსი 57′ (1:0); დიუფი 82′ (2:0); მლაპა 84′ (2:1); დიუფი 90′ (3:1)

02/02/14

ჰერტა 1-3 ნიურნბერგი 

ოლები: რამოსი 4′ (1:0); ფოილნერი 20′ (1:1); დრმიჩი 68′ ; 90′ (3:1)

ბაიერნი 5-0 ფრანკფურტი 

გოლები: გიოტცე 12′ ; რიბერი 44′ ; რობენი 57′ ; დანტე 69′ ; მანჯუკიჩი 89′ 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა