ბუნდესლიგის პრევიუ
“ბაიერნი” ვოლფსბურგს ესტუმრება, არმინ ფე კი “აინტრახტს” ტოვებს. ბუნდესლიგის 24-ე მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს პრევიუში.
მაღალი რანგის სტუმრები
გასულ ტურში “ვოლფსბურგი” მოულოდნელად “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა. შესაძლოა “მგლებმა” დამდეგ ტურშიც ზედიზედ მეორე მწარე მარცხი იგემონ, ვინაიდან “ფოლკსვაგენ არენაზე” სტუმრად მიუნხენის “ბაიერნი” ჩადის.
გასულ ტურში “ვოლფსბურგის” დაცვა ფაქტობრივად დაიშალა. ასე რომ დიტერ ჰეკინგს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს და ეს ძირითადად ფსიქოლოგიურ მხარეს ეხება.
“ბაიენრში” კი ყველაფერი კარგად არის. მიუნხენელები მოახლოებულ შეხვედრას ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ხვდებიან. გვარდიოლას გუნდს რიბერიც დაუბრნდა.
ფე პერსპექტივებს ვერ ხედავს
“შტუტგარტთან” მოგებული მატჩის შემდეგ არმინ ფემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “აინტრახტს” დატოვებს. მიზეზად კი სპეციალისტმა ის დაასახელა, რომ ფრანქპურტულ გუნდში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფეს უფრო ამბიციურ კლუბში სურს მუშაობა, რაც გასაგებიც არის. გერმანიაში საკმაოდ წარმატებულ მწვრთნელს ტიტულების მოპოვება სურს.
თუმცა, სანამ ფე სერიოზულ მიზნებზე გადავიდოდეს, მას მიმდინარე სეზონი აქვს ჩასამთავრებელი, რომლის მომდევნო შეხვედრა მის “აინტრახტს” სტუმრად “ჰამბურგთან” აქვს.
ჰამბურგელებს აუცილებლად ესაჭიროებათ გამაჯრვება, თუმცა ამას ტრავმების ეპიდემია ართულებს. დაშავებულ ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზის დროს იანსენი და ლასოგაც შეუერთდნენ.
საბრალო იენსი
იენს კელერს მეორე წრეში წარამტებული სტარტის აღნიშვნა არ ჰქონდა დასრულებული როდესაც მისი გუნდის კარში “რეალმა” და “ბაიერნმა” 11 გოლი გაიტანეს. შედეგად, “ვოლფსბურგთან” და “ლევერკუზენთან” მიღწეული გამარჯვებები ყველას გადაავიწყდა.
24-ე ტურში “შალკე” “ჰოფენჰაიმს” მასპინძლობს და უბრალოდ ვალდებული გამარჯვება მოიპოვოს ამ შეხვედრაში. თუმცა ეს იოლი ამოცანა არ იქნება. “ჰოფენჰაიმი” რომ კარგ ფორმაშია, გასულ ტურშიც ნათლად გამოჩნდა.
08/03/14
09/03/14