ბუნდესლიგის პრევიუ
“ბაიერნს” უკვე ამ ტურში აქვს ჩემპიონობის გაფორმების შანსი. იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენელები “მაინცს” დაამარცხებენ და “შალკე” “ბორუსიასთან” ერთად ქულებს დაკარგავენ, გვარდიოლას გუნდი ოფიციალურად გახდება ტიტულის მფლობელი. სწორედ ასეთია 26-ე ტურის მთავარი ინტრიგა.
ჰანოვერი – ბორუსია
დორტმუნდელებმა ოთხ დღეში ორი მატჩი წააგეს, ანალოგიური ანგარიშით – 1:2. ბუნდესლიგაში “გლადბახთან” წაგებულ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოჰყვა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან”. თუმცა, კლოპის გუნდი შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, სადაც ურთიერთობას მადრიდის “რეალთან” გაარკვევს. ჰანოვერთან მარცხის შემთხვევაში, კი “ბორუსიას” ბუნდესლიგაშ მეორე პოზიციის დაკარგვა ემუქრება.
“ჰანოვერში” ტაიფუნ კორკუტის მოსვლის შემდეგ პრაგმატული ფეხბურთის ერა დადგა, რომელსაც ასე თუ ისე შედეგიც მოაქვს და შესაძლოა დორტმუნდელებისთვის ეს პრობლემაც გახდეს.
შალკე – ბრაუნშვაიგი
ბუნდესლიგი დებიუტანტი “ბრაუნშვაიგი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. აუტსაიდერს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა უკვე მეოთხე მატჩია მოუგებლად ასპარეზობს. უკრანასკნელი გამარჯვება ბრაუნშვაიგელებმა თებერვალში “ჰამბურგთან” მოიპოვეს.
“რეალთან” განცდილი ორი მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გელზენკირხენელები მაქსიმალურად ეცდებიან შედეგიანი თამაშის ჩვენებას. მართალია, კელერის გუნდს ბუნდესლიგაში სტაბილურობა აკლია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ “შალკეს” ქულებს აუტსაიდერთან, საშინაო შეხვედრაში დაკარგავს.
მაინცი – ბაიერნი
“ბაიერნს” ჩემპიონობის მოპოვების შანსი უკვე ამ უქმეებზე აქვს. “მაინცის” დამარცხების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება. მიუნხენელების ბედი “დორტუმინდის” და “შალკეს” შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტომას ტუხელის გუნდი ბრძოლის გარეშე არაფერს დაუთმობს გამოცდილ მეტოქეს. “ალიანს-არენაზე” გამართულ პირველი წრის მატჩი “მაინცმა” მიუნხენელი გულშემატკივარი პიველ ტაიმში გვარიანად ანერვიულა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობითაც გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში “ბაიერნმა” ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა სტუმრების კარში.
21/03/14
22/03/14
23/03/14