ბუნდესლიგის პრევიუ
გასულ ტურში “ბაიერნმა” ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვება ვერ მოახერხა, თუმცა დღევანდელ ტურში ამის ალბათობა უკვე ძალიან დიდია.
ბორუსია დ – შალკე
რურის დერბი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციისთვის პრინციპულ ბრძოლად იქცა. რა თქმა უნდა, მეორე და მესამე პოზიციებს შორის განსაკუთრებული სხვაობა შესაძლოა არ იყოს, მაგრამ დორტმუნდის და გელზენკირხენის დაპირისპირების ასპექტში, სატურნირო ცხრილის თითოეული საფეხური უდიდეს მნიშნველოვანს იძენს.
მიუხედავად სტუმრის სტატუსისა, “შალკე” შეხვედრას ფავორიტის სტატუსით ხვდება. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გელზენკირხენელები საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოიყურებიან.
რასაც ვერ ვიტყვით “ბორუსიაზე”. კლოპის გუნდმა ქულები ბუნდესლიგის საშუალო დონის კლუბებთან დაკარგა, რასაც ადრე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.
აინტრახტი – ბორუსია მ
დორტმუნდში მოპოვებულმა გამარჯვებაბ გლადბახელებზე კარგად იმოქმედა. ახლა “ბორუსიელები” მეოთხე ადგილიდან “ლევერკუზენის” ჩამოცილებას ფიქრობენ და ამისათვის ფრანკფურტში გასამართი მატჩი აქვთ მოსგები.
“აინტრახტი” ცხრილის შუაშია, მაგრამ სახიფათო ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ არმინ ფეს გუნდი საკმაოდ კარგ ფომრაში იმყოფება. უკანასკნელი ხუთი მატჩიდან “აინტრახტმა” მხოლოდ ერთი წააგო.
ჰერტა – ბაიერნი
მაინცში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, “ბაიერნი” ოფიციალურად გაჩემპიონებას ბერლინში ეცდება. “ჰერტასთან” გამარჯვების შემთხვევაში “ბაიერნი” რეკორდულად მცირე დროში მოიპოვებს ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდებას, რაც სავსებით რეალურია. მიუნხენელები წელს შესანიშნავად ასპარეზობენ და გერმანულ ლიგაში ყველა მოწინააღმდეგეს ადვილად უსწორდებიან. გამონაკლისი,ს ავარაუდოდ, არც ბერლინური კლუბი იქნება.
25/03/14
26/03/14