ბუნდესლიგის პრევიუ
გერმანიაში საჩემპიონო ინტირგა აღარ არის, თუმცა საინტერესო მატჩები ჯერ კიდევ დარჩა. ტრადიციულად გთავაზობთ ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს.
აუგსბურგი – ბაიერნი
მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში საკუთარი მიზნები რეკორდულად მცირე ვადებში შეასრულა და ახლა ფაქტობრივად მოტივაციის გარეშე ასპარეზობს. დარჩენილ შეხვედრებში რეკორდმაისტერს ახალ გუნდურ და პირად რეკორდებზე შეეძლება გადასლვა. გარდა ამისა, “აუგსბურგთან” მატჩი “მანჩესტერის” წინააღმდეგ გასამართი დუელისთვის მოსამზადებელ ეტაპად იქნება გამოყენებული. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ გვარდიოლამ რამდენიმე წამწყვან მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს.
“აუგსბურგს” ევროთასებზე მოხვედრის მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა “ბაიერნის” დამარცხება და ამ შანსის შენარჩუნება იოლი საქმე არ იქნება.
ვერდერი – შალკე
აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ძველებური დაძაბულობით აღარ გამოირჩევა. იყო დრო, როდესაც გელზენკირხენელებიც და ბრემენელებიც პირველი პოზიციებისთვის იბრძოდნენ. ახლა კი, მათი მდგომარეობა განსხვავებულია.
“შალკეს” გამარჯვები მოპოვება მესამე პოზიციის შესანარჩუნებლად სჭრდება. გარდა ამისა, წარმატებული თამაშის შემთხვევაში, კელერის გუნდს “დორტმუნის” გადასწრებაც შეუძია.
ბორუსია დ. – ვოლფსბურგი
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი დორტმუნდში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ბორუსია” “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს.
ხუთეულშ მყოფი გუნდების დაპირისპირება მოსაწყენი ნამდვილად არ უდნა იყოს. გასულ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და დაკავებული პოზიციების შენარჩუნება მოახერხა. თუმცა, მდევრებს არ სძინავთ და წარუამტებლობის შემთხვევაში დორტმუნდელებსაც და მათ მომავალ სტუმრებსაც სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების დათმობა მოუწიოთ. ასე რომ, “სიგნალ იდუნა პარკზე” უკომპრომისო ბრძოლას უნდა ველოდოთ.
04/04/14
05/04/14
06/04/14