ბუნდესლიგის პრევიუ
ბუნდესლიგის 32-ე ტურში “ბაიერნის” ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლებს, “შალკეს” “გლადბახი” ეწვევა, ხოლო ცენტრალურ დეპირიპირებაში ურთიერთობებს “ლევერკუზენი” და “დორტმუნდი” გაარკვევენ.
ბაიერნი – ბრემენი
“რეალთან” გამართული მძიმე დაპირისპირების შემდეგ და არანაკლებ დაძაბული განეორებითი მატჩის წინ მიუნხენის “ბაიერნს” ბრემენის “ვერდერი” ესტუმრება. დიდი ალბათობით გვარდიოლა გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალებას მისცემს, რაც “ვერდერის” შანსებს ზრდის.
ამ გუნდების დაპირისპირება რამდნემე წლის წინ ნამდვილი სანახაობა იყო, თუმცა დუტის შეგირდებს მიმდინარე სეზონი ჩაუვარდათ. ამის ფონზე “ბაიერნთან” სტუმრად წარმატებული თამაში გულშემატკივრებს ნამდვილად მისცემს სიხარულის საბაბს.
შალკე – ბორუსია მ.
მიონხეგლადბახის “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს, თუმცა გასულ ტურში აუტისადერ “ფრაიბურგთან” განცდილი მარცხის შემდეგ მათი შანსები საგრძნობლად შემცირდა. ფავრის გუნდი სანუკვარ მეოთხე პოზიციას 5 ქულით ჩამორჩება. მოახლოებულ ტურში გლადბახელები “შალკეს” ესტუმრებიან. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი უიქენდი გელზენკირხენელებისთვისაც წარუმატებელი აღმოჩნდა. “შტუტგარტთან” წაგებამ “შალკეს” მეორე ადგილზე გასვლის შანსები შეუმცირა.
ბაიერი – ბორუსია დ
ტურის ცენტრალურ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერი” დოტრმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს. მე-2 და მე-4 პოზიციაზე მყოფი გუნდების დაპირისპირებას საკმაო ინტრიგა ახლავს თან. ორივე გუნდი აღნიშნულ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. ლევერკუზენელებმაც და დორტმუნდელებაც უკანასკნელი მატჩების მოგება შესძლეს და შესაბამისად მთავარ კონკურენტებთან მინიმალური უპირატესობის შენარჩნებაც.
ბაიერის და ბორუსიას პირველი წრის მატჩი, რომელსაც დორტმუნდმა უმასპინძა, ლევერკუზენელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა
25/04/14
26/04/14
27/04/14