ბუნდესლიგის პრევიუ
“ბაიერნის” უკრანასკნელი მატჩი, “ჰოფენჰაიმი” “ბორუსიას” წინააღმდეგ, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგის წინააღმდეგ და ბუნდესლისი მოახლოვებული ტურის სხვა საინტერესო ფაქტები.
ლიდერი მიდის
ბუნდესლიგის სხვა კლუბებისგან განსხვავებით “ბაიერნის” 2013 წლის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ერთ კვირაში, როდესაც გერმანიაში მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გაიმართება, “ბაიერნი” საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება. ხვალ კი მიუნჰენელები “ჰამბურგს” მიიღებს და მაქსიმალურად ეცდებიან “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხი დაავიწყონ საკუტარ გულშემატკივრას. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ “ჰამბურგის” უკანასკნელი სამი ვიზიტი მიუნხენში ძალიან წარუმატებელი იყო (0:5, 0:6 და 2:9) ნათელი ხდება, რომ უდავო ფავორიტი ხვალინდელ დაპირისპირებაში “ბავარიაა”.
სტუმართმოყვარე ჰოფენჰაიმი
სწორედ “ბორუსიას” “დამსახურებაა” ის, რომ “ჰოფენჰაიმი” წელს ბუნდესლიგაში ასპარეზობს. გასული სეზონის ბოლოს დორტმუნდელებს მცირე მოტივაცია მაინც რომ ქონოდათ, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება. თუმცა ახლა სულ სხვა ვითარებაა. “ჰოფენჰაიმს” გავარდნა ნამდვილად არ ექმურება, “ბორუსიას” კი შარშანდელი სტაბილურობა აკლია. “მარსელთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში, კლოპმა ყველასთვის მოულოდნელად ძირითადში 18 წლის მცველი, მირიან სარი დააყენა. უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და არ არის გამორიცხული, რომ სარი ბუნდესლიგის მომავალ ტურში ვიხილოთ მოედანზე. მითუმეტეს, რომ დორტრუმდელებს პაპასტატოპულოსი დააკლდებათ, დისკვალიფიკაციის გამო. სავარაუდოდ “ბორუსიას” სახეცვლილ დაცვის ხაზს ბევრი შრომა მოუწევს. “ჰოფენჰაიმი” ერთ-ერთი ყველაზე რეზულატიური გუნდია მიმდინარე სეზონში. ჰოფენჰაიმელებს გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ “ლევერკუზენი” და “ბაიერნი” უსწრებენ.
ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგის წინააღმდეგ
ოთხივე გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია. ასეთ რამ ისტორიას არ ახსოვს. “ლევერკუზენს” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაეხმარა. ინგლისელებმა გერმანული კლუბის უშუალო კონკურენტი, დონეცკის “შახტარი” დაამარცხეს ბოლო ტურში. “შალკეს” კი მსაჯი, რომელმაც საკამათო სიტუაციაში “ბაზელის” მოთამაშე გააგდო და გერმანული კლუბის თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლიც ჩათვალა. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ამ მომენტისათვის ანგარიში უკვე 1:0 იყო “შალკეს” სასარგებლოდ. მე-16 ტურში “ლევერკუზენი” “აინტრახტს” მიიღებს. ფრანკფურტელებმა ევროპის ლიგაზე მიაღწიეს წარმატებას და ჯგუფიდან გავიდნენ ისევე როგორც “ფრაიბურგი”, რომელიც “შალკეს” დაუპირისპირდება.
(გადადით ბმულებზე და გააკეთეთ ყველა შეხვედრის პროგნოზი)
13/12/13
ჰერტა – ვერდერი
http://fanebi.com/premium/?match_id=739
14/12/13
ბაიერნი – ჰამბურგი
http://fanebi.com/premium/?match_id=731
ჰანოვერი – ნიურნბერგი
http://fanebi.com/premium/?match_id=734
ჰოფენჰაიმი – ბორუსია
http://fanebi.com/premium/?match_id=736
მაინცი – გლადბახი
http://fanebi.com/premium/?match_id=737
აუგსბურგი – ბრაუნშვაიგი
http://fanebi.com/premium/?match_id=738
ვოლფსბურგი – შტუტგარტი
http://fanebi.com/premium/?match_id=735
15/12/13
შალკე – ფრაიბურგი
http://fanebi.com/premium/?match_id=732
ლევერკუზენი – აინტრახტი