ბუნდესლიგის პრევიუ
პირველი წრის უკანასკნელი ტური სავარაუდოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის, ვინაიდან განსაკუთრებით პრინციპული დაპირისპირებები ამ უქმეებზე გერმანიაში არ იქნება. გათამაშების ლიდერი მარკოში, მსოფლიო თასზე გაემგზავრა, ფეხბურთელთა ფიქრები კი საშობაო არდადეგებზე არის გადართული.
“დორტმუნი” – “ჰერტა”
იურგენ კლოპის გუნდმა უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთ გამარჯვებას მიაღწია. ორი საშინაო მატჩი კი მოუგებლად და გატანილი გოლების გარეშე დაასრულა. კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში საჩემპიონთა ლიგო კვარტეტიდან გავარდნის საფრცხეც ჩნდება. ზამთრის შესვენებამ კარგ დროს მოუსწრო დორტმუნელებს. კლოპს დრო ექნება სიტუაციის გამოსასწორებლად.
“ჰერტა” კი ბოლო ტურებში პროგრესირებს. ლევან კობიაშვილის გუნდმა წლის ბოლოს საგრძნობლად მოუმატა და ევროზონასაც მიუახლოვდა. უკანასკნელ ხუთ წელიწადში “ჰერტამ” დორტგმუნდში მხოლოდ ერთხელ წააგო.
ვერდერი – ბაიერი
“ფარმაცეფტებმა” სან-სებიასტიანში მიღწეული გამარჯვების (რომელმაც გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა) შემდეგ, მოახერხეს და საშინაო მატჩი წააგეს ფრანქფურტის “აინტრახტთან”. ახლა უკვე ლევერკუზენელები “ბაიერნს” 7 ქულით ჩამორჩებია და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდეც გაუჭირდებათ “რეკორდმაისერთან” თანაბარი ბრძოლის გამართვა. მაგრამ, მაინც უნდა ითქვას, რომ “ბაიერს” კარგი პირველი წრე გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, ორმ ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, ლევერკუზენელების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი თავიანთ საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ ბუნდესლიგის ისტორიაში.
სეზონის სტარტზე ჩანდა, თითქოს “ვერდერმა” თავისი მთავარი მინუსი, დაცვაში თამაში გამოასწორა, მაგრამ უკანასკნელ ხუთ ტურში “მუსიკოსებმა” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს და საკუთარ კარში 20 ბურთი მიიღეს. როგორც ჩანს ტომას შაფის წასვლამ და მის ადგილზე რობინ დუტის დანიშვნამ ძირეული ცვლილებები არ მოიტანა.
“გლადბახი” – “ვოლფსბურგი”
გლადბახელები ჩვენს გაკვირვებას აგრძელებენ. “ბორუსია” უკვე შვიდი ტურია წაუგებლად ასპარეზობს. უკანასკნელი მარცხი გუნდმა 19 ოქტომბერს განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ გლადბახელებმა ყველა საშინაო შეხვედრის მოგება მოახერხეს. საერთოდ ლუსიენ ფავრის გუნდის თამაში ძალიან ლაღი და სასიამოვნო სანახავია, რაც სტაბილური პირველი წრის გარანტიც გახდა.
“ვოლფსბურგიც” შესანიშნავ ფორმაში ხვდება ამ დაპირისპირებას. მგლები 8 თამაშია არ აგებენ. გასვლით მატჩებში კი, 12 შესაძლებელი ქულიდან 10-ის აღება მოახერხეს. რა საიდუმლო აქვს დიტერ ჰეკინგს, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა.
20/12/13
აინტრახტი – აუგსბურგი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=747
21/12/13
ბორუსია – ჰერტა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=740
ვერდერი – ბაიერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=742
ფრაიბურგი – ჰანოვერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=744
ჰამბურგი – მაინცი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=745
ბრაუნშვაიგი – ჰოფენჰაიმი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=746
ნიურნბერგი – შალკე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=743
22/12/13
გლადბახი – ვოლფსბურგი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=741