ბუნდესლიგის პრევიუ
ზამთრის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგა გულშემატკივარს უბრუნდება. დღეს მიონჰენგლადბახში გასამართი მატჩით მეთვრამეტე ტურის პროგრამა დაიწყება.
სასტარტო მატჩი
მეორე წრის სასტარტო მატჩში ერთმანეთს გლადბახის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. კლასიკური გერმანული მატჩი, მიმდინარე სეზონში კი “გლადბახის” კარგი თამაშის კვალობაზე, ამ დაპირისპირებას უფრო მეტი დაძაბულობა ახლავს თან.
პაუზის პერიოდში ახალწვეულები არცერთ გუნდს არ დაუმატებია. “ბაიერნმა” ოფიციალურად გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა პოლონელი “რეკორდმაისტერს” ზაფხულში შეუერთდება. იან კირჰოფი კი “შალკეში” არის გაშვებული იჯარის წესით, სადაც მან პირველივე დღეებში ტრავმა მიიღო.
მოსამზადებელ ეტაპზე “ბაიერნის” მარცხმა “ზალცბურგთან” ყველა გააკვირვა. ასე რომ, დღეს გლადბახში მიუნხენელები სკეპტიკოსების გასაჩუმებლად მძლავრად შეუტევენ. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტუმრებს მნიშნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. ტრავმების გამო “ბაიერნს” ვერ დაეხმარებიან: რიბერი, შვაინშტაიგერი, ლამი და რობენი.
“ბორუსიას” მთავარი მიზანი იმის შენარჩუნებაა, რაც უკვე შექმნილია. ლუსიან ფავრი მზად არის შეელიოს ლუკ დე იონგ, რომელიც გუნდს ნამდვილად ვერ შეეწყო. სხვა მხრივ კი, შვეიცარიელი ყველაფრით კმაყოფილია. მაგრამ, სპორტული დირექტორი მაკს ებერლი უკვე ახალი მეკარის ძიებით არის დაკავებული, ვინაიდან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზაფხულში “ბარსელონაში” გადავა.
ტაიფუნი “ჰანოვერში”
“ვოლფსბურგი” და “ჰამბურგი”, რომლებიც ერთმანეთს შაბათს დაუპირისპირდებიან, წყნარი გერმანული ზამთრის მთავარი მოქმედი გმირები არიან. “საავტომობილო ქალაქის” კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. “ვოლფსბურგმა” ბელგიელ კევინ დე ბრეინეში 22 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ ტრანსფერით “მგლები” ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებენ გერმანულ საფეხბურთო საზოგადოებას, რომ მათ ლიდერთა შორის დამკვირდება დიდი ხნით სურთ.
რაც შეეხება “ჰანოვერს”, კლუბი 2013 წლის ბოლოს მთავარი მწვრთნელი გარეშე დარჩა. მირკო სლომკა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აშკარად იგრძნობოდა, რომ კლუბი და მწვრთნელი დაიღალნენ ერთმანეთისგან და კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილაბას გაკვირვებაც არ გამოუწვევია. თუმცა, მოულოდნელი ახალი მთავარი მწვრთნელის სახელი გახდა. მეორე ეტაპზე “ჰანოვერს” ტაიფუნ კორკუტი უხელმძღვანელებს. 39 წლის სპეციალისტი ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. “ჰანოვერამდე” ტაიფუნი ფათიჰ თერიმის თანაშემწე იყო თურქეთის ნაკრებში. ასევე მუშაობდა “შტუტგარტის”, “ჰოფენჰაიმისა” და “სოსიედადის” ახალგაზრდულ გუნდებში.
24/01/14
გლადბახი – ბაიერნი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=750
25/01/14
დორტმუნდი – აუგსბურგი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=749
შტუტგარტი – მაინცი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=751
ვოლფსბურგი – ჰანოვერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=752
ნიურნბერგი – ჰოფენჰაიმი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=754
ფრაიბურგი – ლევერკუზენი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=755
აინტრახტი – ჰერტა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=757
26/01/14
ვერდერი – ბრაუნშვაიგი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=753
ჰამბურგი – შალკე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=756