WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (148167) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ბუნდესლიგის პრევიუ

თარიღი: იანვარი 31, 2014

ბუნდესლიგის 2014 წლის პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ვნახოთ, გააგრძელებენ თუ არა გუნდები სანახაობის გაგრძელებას. 

 

ბაიერი – შტუტგარტი

“ბაიერნთან” გამართული მატჩის შემდეგ “შტუტგარტი” ლევერკუზენს გადაღლილი ეწვევა. შეგახსენებთ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამო გადადებული შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა და შტუტგარტელები “ბაიერნთან” ბოლო წუთებზე დამარცხდნენ.

საქმე კარგად არც “ფარმაცეფტებს” აქვთ. “ბაიერმა” ზედიზედ სამი მატჩი წააგო ბუნდესლიგაში, მაგრამ ამის გამო მათ სატურნირო ცხრილში მეორე საფეხური არ დაუკარგავთ, რაც დიდწილად “ბორუსიას” ცუდმა თამაშმა განაპირობა. მატჩის წინ ლევერკუზენელებმა ტრანსფერიც განახორციელეს. “ბაიერის” ღირსებას მექსიკელი გუადრადო დაიცავს, რომელიც “ვალენსაისა” და “დეპორტივოს” შემადგენლობაში თამაშით არის ცნობილი.

 

შალკე – ვოლფსბურგი

“შალკემ” ბოლო დროს კონკურენტების წაფორხილებით შესანიშნავად ისარგებლა და ოთხეულს უკვე ორი ქულის დისტანციით მიუახლოვდა. მოახლოებულ ტურში კი გელზენკირხენები ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ, “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდებიან. “მგლები” სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩებიან “შალკეს”.

უკანასკნელ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ “ვოლფსბურგი” გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. “შალკემ” კი განახლებული ჩემპიონატის პირველ ტურში დამაჯერებლად მოიგო. გელზენკირხენელებმა “ჰამბურგს” სძლიეს.

 

ბაიერნი – აინტრახტი

“ბაიერნმა” შუა კვირაში “შტუტგარტთან” საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გამარჯვების სერია მაინც არ შეწყვია. ტიაგო ალკანტარას ბოლო წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით მიუნხენელებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. გასაგებია, რომ არდადეგების შემდეგ “ბაიერნის” საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა “ლევერკუზენისა” და “ბორუსიასგან” განსხვავებით, პეპ გვარდიოლას შეგირდები ქულებს არ კარგავენ.

სავარაუდოდ “ბაიერნი” მორიგ სამ ქულას აინტრახტთანაც მოიპოვებს და დიდი ალბათობით ამას ძალების დაზოგვით გააკეთებს. ფრანკფურტელებმა მეორე ეტაპი “ჰერტას” დამარცხებით დაიწყეს, თუმცა “ბაიერნი” რა თქმა უნდა სულ სხვა დონეა.  

 

31/01/14

ბრაუნშვაიგი – ბორუსია

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=765

01/02/14

შალკე – ვოლფსბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=759

ლევერკუზენი – შტუტგარტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=760

ჰოფენჰაიმი – ჰამბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=762

მაინცი – ფრაიბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=763

აუგსბურგი – ვერდერი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=764

ჰანოვერი – გლადბახი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=761

02/02/14

ჰერტა – ნიურნბერგი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=766

ბაიერნი – ფრანკფურტი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=758



მსგავსი სიახლეები